Logo

კულტურა

"აფხაზეთის ომში დახვრეტილი ნინოს ბებია და ბაბუა, მისმა აფხაზმა შეყვარებულმა დაასაფლავა" - დათო ევგენიძე ცოლის ისტორიით

"აფხაზეთის ომში დახვრეტილი ნინოს ბებია და ბაბუა, მისმა აფხაზმა შეყვარებულმა დაასაფლავა" - დათო ევგენიძე ცოლის ისტორიით

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

დათო ევგენიძეს ხშირად უთქვამს, რომ თავისი ცხოვრების თანამგზავრს, სოხუმელ ნინო ჟვანიას სოხუმში დაბრუნებას ჰპირდება.

"ნინ, ისიც მინდა იცოდე, რომ მე უფალმა დამტოვა იმისთვისაც, რომ შენ დაგაბრუნო სოხუმში.

დიდება უფალს" - თქვა მუსიკოსმა ღვიძლის ტრანსპლანტაციის შემდეგ.

ნინო ჟვანიასა და დათო ევგენიძეს 20-წლიანი ოჯახური თანაცხოვრება აერთიანებთ. 17 წლით უმცროსი ნინო სულ არსებობდა მუსიკოსის ცხოვრებაში; შორიდან უყურებდა, ყოველთვის საქმის კურსში იყო, რა ხდებოდა სასურველი ქალის ცხოვრებაში. ამასობაში ორივემ იქორწინეს. მერე ოჯახებიც დაენგრათ... და ერთხელაც, დათომ ძალა მოიკრიბა და... თაბაშირიანი ხელით მივიდა და ნინას ხელი სთხოვა. მეორე დღეს უკვე მოსკოვში იყვნენ...

დათო ევგენიძე: სოხუმში უნდა დავაბრუნო. როცა ჩავალთ, პირველი მივდივართ მის სახლში, რომელიც მას ძალიან ენატრება.

ნინოს სახლში ახლა აფხაზები ცხოვრობენ. ნორმალური ხალხია. შემოგვითვალეს, თუ ჩამოხვალთ, სახლს დავცლითო. იმ ხალხის მადლობელი ვარ.

ნინოს ბებია და ბაბუა აფხაზეთის ომის დროს დახვრიტეს. მათ სოხუმში იმხელა ღვაწლი ჰქონდათ, როგორც ქართველი, ისე აფხაზი მოსახლეობისთვის, რომ ბაბუამ ჩათვალა, რომ არ შეეხებოდნენ. მაგრამ სამწუხაროდ, არ დაინდეს. ნინოს სკოლაში ჰყავდა შეყვარებული, აფხაზი ბიჭი. ბებია და ბაბუა იმ აფხაზმა ბიჭმა დაუსაფლავა...

სოხუმიდან რომ წამოვიდა 14 წლის იყო.

მახარებს და იმედს მაძლევს ის, რომ ბევრი კეთილგანწყობილი აფხაზი ცხოვრობს აფხაზეთში, რომელთა უკმაყოფილება იზრდება და იზრდება იმ რეალობის მიმართ, რომელშიც ცხოვრობენ.

აფხაზეთი სამოთხეა და პირველი, რაც ქართველმა ერმა უნდა გააკეთოს, უნდა დაიბრუნოს აფხაზეთი, აფხაზებს კი თავიანთი საქართველო დაუბრუნოს.

რატომღაც მგონია, რომ ეს უკვე ახლოსაა. ადრე ვფიქრობდი, რომ ამისთვის ათწლეულები იყო საჭირო. ახლა მგონია, რომ ეს რამდენიმე წელიწადში მოხდება. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ასე მგონია. 

მერე უკვე სოხუმის ხშირი სტუმრები ვიქნებით. უფრო სწორად მე ვიქნები ნინოს ხშირი სტუმარი მის საკუთარ სახლში.

ჩემი ვალია, ნინო სოხუმში ჩავიყვანო...

ავტორი: თამარ გონგაძე

12/24/2025

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024