ჯანმრთელობა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ნიპა ვირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო შეშფოთება ძლიერდება. რამდენიმე დღის წინ, აეროპორტების ნაწილმა მგზავრების ჯანმრთელობის სკრინინგი დაიწყო, რამაც შიში კიდევ უფრო გაზარდა. რა ვირუსია სინამდვილეში ნიპა (Nipah virus, NiV) და რა უნდა იცოდეს საზოგადოებამ? კითხვებს ექიმი ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი პასუხობს.
მაია ბუწაშვილი:
აზიის ზოგიერთ აეროპორტში ნიპა ვირუსის გამო მგზავრების სკრინინგი დაიწყო, რამაც მნიშვნელოვანი მღელვარება გამოიწვია ადამიანებში. ამჟამად ნიპა ვირუსთან (Nipah virus, NiV) დაკავშირებით ბევრი იწერება, რადგან ინდოეთში დაფიქსირდა შემთხვევები, თუმცა შეკითხვები კვლავ ბევრია.
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის ახალი ვირუსი. მისი პირველი აფეთქება დაფიქსირდა 1998 წელს მალაიზიელ ფერმერებში და გავრცელდა სინგაპურშიც. მაშინ დაიღუპა 100-ზე მეტი ადამიანი და მილიონობით ღორი გაანადგურეს. ვირუსი გადაეცემა ღორებიდან და ღამურებიდან, ასევე დაბინძურებული საკვებით. ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა ძალიან იშვიათია.
ინდოეთში ბოლო აფეთქება იყო 2018 წელს, 19 დაფიქსირებული შემთხვევიდან 17 ლეტალური გამოსავლით.
ამჟამად ჯერ მხოლოდ 2 შემთხვევაა გამოვლენილი, ასობით კონტაქტი კარანტინშია, თუმცა მათი გამოკვლევის შედეგად დამატებით ინფექციის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ინფექციის სიმპტომებია ცხელება, თავის, ყელის და კუნთების ტკივილი. შეიძლება გართულდეს პნევმონიით ან ენცეფალიტით. ლეტალობის მაჩვენებელია 40-75%. ინკუბაციური პერიოდია 4-14 დღე. ვირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტი ან ვაქცინა არ არსებობს.
ჯანმოს მიერ ნიპა ვირუსი 10 ყველაზე პრიორიტეტული ინფექციური დაავადების რიცხვშია შეყვანილი, რომელთაც აქვთ ეპიდემიის გამოწვევის პოტენციალი. მათთვის დამახასიათებელია მაღალი სიკვდილობის მაჩვენებელი და შეზღუდული სამკურნალო/პრევენციული საშუალებები.
ეს ინფექციებია:
02/03/2026