Logo

ჯანმრთელობა

„ნიპას ვირუსზე ინფორმაციის გავრცელება არის "ლაიქებზე" ნადირობა" - არჩილ მარშანია

„ნიპას ვირუსზე ინფორმაციის გავრცელება არის "ლაიქებზე" ნადირობა" - არჩილ მარშანია

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

უკანასკნელ დღეებში, სოციალურ ქსელებში ვრცელდება პანიკის დამთესავი ინფორმაცია NiV-ს, იგივე „ნიპას ვირუსის“ გავრცელების შესახებ.

ვირუსი ამ ეტაპზე ინდოეთში, კონკრეტულად დასავლეთ ბენგალის აღმოსავლეთ ნაწილშია გავრცელებული, თუმცა შიშის ზარი გაცილებით შორს გაისმის.

განსაკუთრებული შიშის მიზეზი, ვირუსის ფატალური უნარებია. ამ ვირუსით ინფიცირებისას სიკვდილიანობის მაჩვენებელი 40-იდან 75%-მდე მერყეობს, რაც ძალიან მაღალია.

ექიმი არჩილ მარშანია მიიჩნევს, რომ ვირუსის გარშემო ქართულ პრესაში ატეხილი აჟიოტაჟი გადამეტებულია და სხვას არაფერს ისახავს მიზნად, თუ არა საზოგადოების ყურადღების მიქცევას.

„სამეცნიერო ჟურნალისტიკა ჩვენთან რო „თრეშის“ დონეზეა კი არის გასაგები, მარა მაინც მნიშვნელოვანია აღინიშნოს ერთი ამბავი:

„ნიპას ვირუსზე“ ნებისმიერი სახის ინფორმაციის გავრცელება (იქნება ეს სტატია, სათაური თუ ვიზუალური მასალა) შემდეგი დეტალების დაზუსტების გარეშე, არის ლაიქებზე ნადირობა და ყვითელი სკანდალების შექმნა და წივილ-კივილი (თუ რაც ქვია).

დეტალებს რაც შეეხება, შემდეგია:

  • პანდემიის მაღალი პოტენციალი და არა ალბათობა:

საუბარია პანდემიის თეორიულ შესაძლებლობაზე და არა მისი დაწყების მაღალ ალბათობაზე;

  • ისტორიული კონტექსტი:

მსგავსი ლოკალური აფეთქებები ადრეც დაფიქსირებულა;

  • დაბალი რისკის მიზეზები:

პანდემიის რისკი ჯერჯერობით დაბალია ორი მთავარი ფაქტორის გამო:

  • მაღალი სიკვდილიანობა (ვირუსი მასპინძელს სწრაფად კლავს, რაც გავრცელებას უშლის ხელს);
  • ადამიანიდან ადამიანზე გადადების სირთულე (საჭიროა ახლო კონტაქტი).

ჯანმრთელობას გისურვებთ,“ - წერს ექიმი სოციალურ ქსელში და საზოგადოებას სიმშვიდისკენ და ინფორმაციის სანდო წყაროებიდან მიღებისკენ მოუწოდებს.

„წინასწარ ნუ ვინერვიულებთ, აზრი არ აქვს.

რამე თუ იქნა რეალური, სამეცნიერო წყაროებიდან, სხვანაირი ფორმით და ოფიციალური პირებისგან გავიგებთ,“ - წერს არჩილ მარშანია.

ავტორი: ზმნა

01/28/2026

არჩილ მარშანიანიპას ვირუსიპანდემიასკანდალი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024