Logo

"ნიუ-იორკის კიბოს ცენტრში, თბილისიდან ასი კაცია ჩამოსული" - ადგილი, სადაც თემურ უგულავა გარდაიცვალა

"ნიუ-იორკის კიბოს ცენტრში, თბილისიდან ასი კაცია ჩამოსული" - ადგილი, სადაც თემურ უგულავა გარდაიცვალა

06/22/2026

ტექსტის ზომა

მთელი დღეა, ამ სამყაროსხელა არსის კაცზე, პოსტები არ წყდება. მისი უდროოდ წასვლა არავის სჯერა, ყველაფერს იხსენებენ და ნანობენ, რომ თბილისის მერად არ დავიყენეთ. აღიარებენ, რომ არც ერთ მერს იმდენი არ გაუკეთებია ქალაქისთვის, რამდენიც თემურ უგულავამ მოასწრო.

ფეისბუქმომხმარებელი მაკა ჯახუა წერს:

"მეგობარმა მომწერა ეს:

თემურ უგულავა გარდაიცვალა წუხელ Memorial Sloan Kettering -ში, ნიუ-იორკში. მგონი, 100 კაცია ჩამოსული თბილისიდან, მეგობრები.

ეს კაცი უნდა აგვერჩია ამ ქალაქის დასალაგებლად და გასალამაზებლად. რამდენი ქალაქი და სოფელი " შემოსა" გემოვნებითა და სტილით. მიკვირს, რატომ აქამდე არ მიფიქრია ეს. თუმცა რისი შექმნაც მოასწრო, ისიც დიდხანს ეყოფა ამ ქალაქს და ქვეყანას.

გული მწყდება, რომ პირადად არ ვიცნობდი.

თემურ უგულავას, მის დატოვებულ კვალს და საქმეებს გაუმარჯოს."

კლინიკა

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026