Logo

საზოგადოება

ნოელიამ მოითხოვა, რომ ევთანაზიის პროცესს მშობლები არ დასწრებოდნენ

ნოელიამ მოითხოვა, რომ ევთანაზიის პროცესს მშობლები არ დასწრებოდნენ

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

25 წლის ნოელია კასტილიომ სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა. ამ საშინელ ამბავს, ესპანეთიდან, მთელი მსოფლიო ელოდა. მცირე იმედი, რომელიც ყველას ჰქონდა, ეგებ გადაწყვეტილება ბოლო დროს შეეცვალა, საბოლოოდ გაქრა.

"მე სრულიად საღ გონებაზე ვარ და შემიძლია, საკუთარ თავზე, თავად მივიღო გადაწყვეტილება" - იყო მისი ერთ-ერთი უკანასკნელი ფრაზა.

ჩაუტარდა პროტოკოლი, რომელიც 15 წუთს გაგრძელდა, რომლის დროსაც მას მისცეს სამი პრეპარატი, სედაციით (ანესთეზიით). მან მოითხოვა, რომ ამ პროცესს მშობლები არ დასწრებოდნენ.

ესპანელი გოგონა ბოლო წლების მანძილზე მძიმე დეპრესიას და სულიერ ტკივილებს ებრძოდა. სამი წლის წინ ის, სახელმწიფო ზედამხედველობის ცენტრში, ჯგუფური გაუპატიურების მსხვერპლი გახდა, რის შემდეგაც მეხუთე სართულიდან გადმოხტომით თვითმკვლელობა სცადა. გადარჩა, თუმცა ზურგის ტვინი დაუზიანდა და ხეიბრის ეტლში აღმოჩნდა.

ფიზიკურ ტკივილებს, მძიმე სულიერი ტკივილები დაერთო. ნოელიას მენტალური ჯანმრთელობა შეერყა. დეპრესიამ მძიმე ფორმა მიიღო და ევთანაზიის მოთხოვნაზე განცხადება 2024 წელს შეიტანა. გოგონას არგუმენტი იყო - მას ტკივილთან ერთად ცხოვრება აღარ შეეძლო. ექიმებმა მისი საქმე განიხილეს და შეთანხმდნენ, რომ მისი ტანჯვა აკმაყოფილებდა სამართლებრივ პირობებს. საქმე არა მხოლოდ მის დამბლას ეხებოდა, არამედ იმ ფსიქიკურ ტკივილსაც, რომელსაც ის წლების განმავლობაში განიცდიდა.

ახალგაზრდა ქალი პარაპლეგიით (ზურგის ტვინის დაზიანება), თანმხლები ქრონიკული და შეუქცევადი ტკივილით ტანჯებოდა, სწორედ ამის საფუძველზე, ევთანაზიის მოთხოვნა ჯერ სამედიცინო ორგანოებმა, შემდეგ კი ყველა სასამართლო ინსტანციამ დაადასტურა. მას საბოლოო თანხმობა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მისცა.

მამამისის მიერ შეტანილი სარჩელების გამო, რომელიც ევთანაზიის პროცედურას ეწინააღმდეგებოდა, საქმე თითქმის ორი წლის განმავლობაში შეჩერებული იყო. ამის გამო ნოელიას ისტორია ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ შემთხვევად იქცა ესპანეთში. საბოლოოდ, მისი გარდაცვალება დღეს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ევთანაზიის გზით მოხდა.

"მშვიდად განისვენე ნოელია"! - წერენ ესპანური მედიები.

ნოელიას სრულ ისტორიას წაიკითხავთ ამ ბმულზე

ავტორი: ზმნა

03/26/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024