Logo

კულტურა

"ნუ აკოპირებთ სხვა ქვეყნების ცეკვებს!" - ქორეოგრაფი დავით ფოცხიშვილი ქართველ ქორეოგრაფებს აკრიტიკებს

"ნუ აკოპირებთ სხვა ქვეყნების ცეკვებს!" - ქორეოგრაფი დავით ფოცხიშვილი ქართველ ქორეოგრაფებს აკრიტიკებს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ქორეოგრაფი დავით ფოცხიშვილი სოციალურ ქსელში იტალიური ცეკვის ვიდეომონაკვეთს ქვეყნებსდა მის ერთ-ერთ ახალ ქართულ ცეკვასთან მსგავსებაზე საუბრობს.

ქორეოგრაფი არ აკონკრეტებს რომელ ცეკვაზე აქვს საუბარი, თუმცა მიანიშნებს, რომ თუ ვიდეოს მუსიკას გავითიშავთ, მოძრაობებით ცეკვას ადვილად ამოვიცნობთ.

„მომეჩვენა თუ რა ხდება?

ნუ აკოპირებთ სხვა ქვეყნების ცეკვებს!

ალბათ კარგად ხვდებით რა ცეკვაზეც მაქვს საუბარი... მუსიკა გაუთიშეთ და ეგ არის...

ყველაზე მაგრად იცით რაზე ვკაიფობ? ამ ყველაფერს, რომ ერთგული მიმდევრები უჩნდება ... ხელოვნება სექტად არ უნდა გადაიქცეს!

გაეცანით მსოფლიო ხალხთა ცეკვებს, თანამედროვე ბალეტს და ა.შ...

რაც მოგვეწონება ყველაფერი სახლში არ უნდა წამოვიღოთ!

მე ვფიქრობ, რომ საქართველოში საზოგადოებას ქორეოგრაფიაზე დიდი ანალიზის გაკეთება არ შეუძლია, ურჩევნიათ ყველაფერზე ბრმად ტაში დაუკრან...

იცეკვე ქართულად!

ახლა კი ამ ცეკვის თაობაზე მოგიყვებით...

Pizzica — იტალიის სამხრეთის ძალიან ენერგიული ხალხური ცეკვაა. იგი განსაკუთრებით გავრცელებულია იტალიის რეგიონში სალენტო (Apulia / Puglia).

რა არის Pizzica? - ეს არის ტარანტელას ოჯახის ცეკვა. ტრადიციულად ცეკვავენ ქალი და კაცი წყვილად ან წრეში. მთავარი ინსტრუმენტია ტამბურინი (tamburello). მუსიკა სწრაფი და რიტმულია.

ცეკვის ისტორია - ძველად არსებობდა რწმენა, რომ ადამიანს თუ ტარანტულას ობობა უკბენდა, ის თითქოს „ტრანსში“ ვარდებოდა. სწორედ ამიტომ ცეკვავდნენ ძალიან სწრაფად — თითქოს ცეკვით მკურნალობდნენ. ამ რიტუალს ეწოდებოდა pizzica tarantata," - წერს ქორეოგრაფი.

Your browser does not support the video tag.

ავტორი: ზმნა

03/14/2026

დავით ფოცხიშვილიკრიტიკატარანტელაცეკვა
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024