Logo

სასარგებლო რჩევები

ნუ ასწავლით შვილებს ტანჯვას - ასწავლეთ ბედნიერება! - ფსიქოლოგი თამარ საგინაშვილი

ნუ ასწავლით შვილებს ტანჯვას - ასწავლეთ ბედნიერება! - ფსიქოლოგი თამარ საგინაშვილი

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ხშირად მშობლებს სჯერათ, რომ ოჯახისა და შვილებისთვის საკუთარი თავის გაწირვა, მუდმივი ტანჯვა და თავდადება გმირობის ტოლფასია.

ჩვენ ვცდილობთ, შვილებს გავუკეთოთ მაქსიმუმი, ვუყიდოთ საუკეთესო ტექნიკა, უზრუნველვყოთ ბინით თუ გრანდიოზული წვეულებებით, თუმცა გვავიწყდება ყველაზე მთავარი - ქცევის როგორ მოდელს გადავცემთ მათ ამ დროს?

ფსიქოლოგი და მწერალი თამარ საგინაშვილი ყურადღებას გავრცელებულ ფსიქოლოგიურ მახეზე, „მსხვერპლისა და გმირის“ სინდრომზე ამახვილებს და ამბობს, რომ როდესაც მშობელი მატერიალურ კეთილდღეობას ტანჯვისა და თავგანწირვის ფასად ქმნის, შვილი არა ბედნიერ ცხოვრებას, არამედ მსხვერპლად ყოფნას სწავლობს.

„ძალიან ხშირად წერენ ხოლმე და ძალზე ხშირადაც წამიკითხავს - „აი, მე ვარ გმირი, იმიტომ რომ ვარ ტანჯული. მე ვარ გმირი, იმიტომ რომ ვიტანჯები ჩემი ოჯახისთვის. აი, ჩემი ოჯახისთვის ვაკეთებ ამას, ამას, ამას... და ამიტომ მე ვარ გმირი“.

ჩემო საყვარლებო, სანამ თქვენ იტანჯებით, მანამდე თქვენ თქვენს ოჯახს უზიარებთ მხოლოდ და მხოლოდ ტანჯვის ენერგიას.
მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შეიძლება თქვენს შვილებს უყიდოთ მეცხრე აიფონი, უყიდოთ 25-ე ჩეხური ბინა, მოუწყოთ რაღაცა სასწაული ბანკეტი, სასწაული ქორწილი და ყველაფრის სასწაული გაუკეთოთ...

სანამ თქვენ ამას აკეთებთ ტანჯვის და მსხვერპლის პოზიციიდან, თქვენ თქვენს შვილს ასწავლით ტანჯულობას და მსხვერპლობას მხოლოდ და მხოლოდ და არავითარ შემთხვევაში ბედნიერებას,“ - ამბობს თამარ საგინაშვილი.

ავტორი: ზმნა

07/23/2026