Logo

"ნუ გეშინია, სანამ უკეთ არ გახდები, არსად წავალ და აქ ვიქნები" - ქართველი ექიმისა და მადლიერი პაციენტის ისტორია

"ნუ გეშინია, სანამ უკეთ არ გახდები, არსად წავალ და აქ ვიქნები" - ქართველი ექიმისა და მადლიერი პაციენტის ისტორია

09/25/2026

ტექსტის ზომა

ექიმის პროფესიონალიზმი მხოლოდ სწორი დიაგნოზ დასმასა და სწორ მკურნალობაში არ გამოიხატება. პაციენტს ხშირად მშვიდი ხმა, ყურადღება, თანაგრძნობა და იმის განცდა სჭირდება, რომ ექიმისთვის ის მხოლოდ მორიგი გამოძახება ან სამედიცინო შემთხვევა არ არის.

სამწუხაროდ, ასეთი დამოკიდებულება ჩვენში ხშირად არ გვხვდება. ამიტომაც იმახსოვრებენ ადამიანები განსაკუთრებული მადლიერებით ექიმებს, რომლებიც პროფესიის მიღმა ადამიანურ სითბოსაც ინარჩუნებენ.

ფეისბუქმომხმარებელი ნათია მანია სწორედ ასეთ ექიმთან შეხვედრის შესახებ წერს.
პარამედიკოს და მოტომედიკოს გიორგი ხიხაძეს ნათიას უკვე მეორედ შეხვდა და სწორედ პაციენტთან განსაკუთრებულად თბილი დამოკიდებულებით ამოიცნო, თანაც მხოლოდ ხმით, მეორე ოთახიდან.

გიორგი ხიხაძე

"დედას დღეს 200-ზე მაღალი ჰქონდა წნევა და 4 წამლით ვერ დავუგდეთ.
სასწრაფო რომ მოვიდა, სხვა ოთახში ვიყავი და ექიმი ხმითა და ლაპარაკის მანერით ვიცანი.


ზუსტად ასე ამშვიდებდა ჩემს ნათესავს 9 თვის წინ.
ისე უყვავებდა, თითქოს პირველად ნანახ სრულიად უცხო კიბოსგან ჩიტივით გალეულ ქალს კი არა, საკუთარ დედას ელაპარაკებოდა.


"ნუ გეშინია, სანამ უკეთ არ გახდები, არსად წავალ და აქ ვიქნები".
"მალე უკეთ იგრძნობ თავს, ჩემო ძვირფასო"...
და მართლა არ მოშორებია, სანამ ავადმყოფი არ დამშვიდდა და შვება არ იგრძნო. მანამ კი ისე ემსახურებოდა, თითქოს ეს იყო მისი საბოლოო და ერთადერთი მიზანი...


ახლა დედას აწყნარებდა იგივე ხმა:
"ნუ გეშინია, გულზე არაფერია. ეს წამალი გამიწუწნე, ჩემო ძვირფასო... ახლა ესეც, მეორე."
"ნუ გეშინია, ორი წლის ბავშვის დოზაა, არაფერს გავნებს."
"ახლა ცოტას გატკენ და უნდა მაპატიო"
"ხომ გითხარი, წნევა დაბლა წამოვა-მეთქი. აბა, შეხედე ციფრებს?"
"უძილობის და ნერვების ბრალია...
იცის ასე..."
არ დაიშურა კომპლიმენტები არც დედასთვის და არც მამასთვის...


პირბადე ეკეთა და რომ დავრწმუნებულიყავი, სახელი და წინა სამუშაო ადგილი ვკითხე.
ნამდვილად ის იყო, 9 თვის წინ გაცნობილი გიორგი ხიხაძე.

გიორგი ხიხაძე


არ ვიცი, ამ 9 თვის განმავლობაში, ან თუნდაც დღეს დილიდან საღამომდე რამდენ გამოძახებაზე იყო და რამდენ ადამიანთან მიქროლდა მოტოციკლით, მაგრამ მისი ხმა ისევ ისე მშვიდად და ალერსით ჟღერდა და დაღლილობის ან გაღიზიანების ნატამალი არ ეტყობოდა," - წერს ნათია მანია.

გააზიარე სტატია

ავტორი: ეკა ზაქარეიშვილი

გიორგი ხიხაძედახმარებაექიმიმოტომედიკოსიპაციენტი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026