სასარგებლო რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ჯუდი დენჩი 91 წლისაა. ინგლისელმა მსახიობმა, შექსპირისეული გმირების გაცოცხლების შემდეგ, სახელი ჯეიმს ბონდის სერიებში მონაწილეობით გაითქვა.
ოთხი თვის წინ, როდესაც ის 9 დეკემბერს 91 წლის გახდა, ასაკთან დაკავშირებით რადიო "თაიმსთან", თავის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, თქვა:
"ეს საშინელებაა. მხოლოდ მესმის, ტელევიზორს ვეღარ ვუყურებ. თვალის ბადურის პრობლემა მაქვს. მენატრება კლაივ მაირის ყურება მასტერმაინდის შესრულებით."

დენჩმა ისაუბრა იმაზეც, თუ რატომ იკავებს თავს გამოჩენისგან თუ გადაღებისგან.
„ეს იმიტომ ხდება, რომ ვეღარ ვხედავ. მე ვხედავ შენს კონტურს და კარგად გიცნობ შენი მაკბეტის შარფით. მაგრამ ვერავის ვცნობ“, - განუცხადა მან სერ იან მაკკელენს, რომელიც მასთან ერთად გამოჩნდა გადაცემაში.
სევდიანია სიბერე, თუმცა ხანგრძლივი ცხოვრების ბოლო დეკადამდე მისვლისთვის, უნდა ვმადლობდეთ უფალს, რომ დაბერების საშულება მოგვცა.

***
ჯუდი დენჩის რჩევა ქალბატონებს:
"ნუ მიანიჭებ პრიორიტეტს შენს გარეგნობას, მეგობარო, რადგან ის მოგზაურობას ვერ უძლებს.
თუმცა შენი იუმორის გრძნობა, ასაკთან ერთად, მხოლოდ უკეთესი გახდება.
თქვენი ინტუიცია გაიზრდება და ფართოვდება, როგორც სიბრძნის დიდებული მანტია.
შენი ბრძოლის არჩევის შესაძლებლობა, სრულყოფილებამდე მივა.
აყვავდება შენი შესაძლებლობა უძრაობისთვის, კონკრეტულ მომენტში ცხოვრებისთვის.
შენი სურვილი, რომ იცხოვრო ყოველ წუთს, გასცდება ყველა სხვა სურვილს.
შენი ინსტინქტი და იმის ცოდნა, თუ რისთვის (და ვისთვის) ღირს შენი დრო, გაიზრდება და აყვავდება, როგორც სურო ციხე-სიმაგრის კედელზე.


ნუ მიანიჭებ პრიორიტეტს შენს გარეგნობას, მეგობარო, ის სამუდამოდ შეიცვლება. ამიტომ გარეგნობაზე დევნა, მხოლოდ სევდა და იმედგაცრუებაა.
პრიორიტეტი მიანიჭე უნიკალურობას, შენს ინდივიდუალიზმს, რომელიც შენ შეგქმნის. მაშინს სხვებს მოუნდებათ შენს ორბიტაზე მოხვედრა და ცეკვა...
ეს არის რაღაცები, რომლებიც მხოლოდ უკეთესობისკენ წაგიყვანთ. "

03/25/2026