Logo

რელიგია

"ნუ წარმოთქვამთ - „დე, უფალმა მიუზღოს მას“, რადგან ესეც წყევლაა" - პაისი ათონელის დარიგება

"ნუ წარმოთქვამთ - „დე, უფალმა მიუზღოს მას“, რადგან ესეც წყევლაა" - პაისი ათონელის დარიგება

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ჩვენ თუ არ გვითქვამს ეს ფრაზა, სხვისგან მაინც გაგვიგონია - „ღმერთი მიუზღავს სამაგიეროს“. ეს, როგორც წმინდა მამა, ბერი პაისი ამბობს, "კეთილშობილური" წყევლაა და მისი მთქმელი ქრისტიანი, სასუფეველში "შემსვლელ ქულას" ვერ მოიპოვებს.

აი, რას პასუხობს მამა პაისი:

- "ადამიანს, რომელიც ამას ამბობს, არ ესმის, რომ ის, ასე ვთქვათ, „კეთილშობილურად“ იწყევლება. ზოგიერთებს მიაჩნიათ, რომ გულისხმიერნი არიან, რომ აქვთ სიყვარული და სულიერი სიფაქიზე და რომ ითმენენ უსამართლობას. მაგრამ, ამავე დროს, იმათზე, ვინც მათ აწყენინებს, ამბობენ: „დე, ღმერთმა მიუზღოს მათ თავიანთი ბოროტებისათვის“.

ამქვეყნად ყველა ადამიანი გამოცდას აბარებს იმქვეყნიურ მარადიულ ცხოვრებაში, სამოთხეში გადასასვლელად. ასეთი „კეთილშობილური“ წყევლით ქრისტიანი „გამსვლელ ქულას“ ვერ მოიპოვებს.

განა ასეთ სიყვარულს გვასწავლიდა უფალი? „მამაო, მიუტევე ამათ, რადგან არ იციან, რას სჩადიან“ (ლუკ. 23, 34). აი, როგორ სიყვარულს გვასწავლის იგი.

- არ არსებობს იმაზე უფრო დიდი ლოცვა-კურთხევა, როდესაც დაუმსახურებლად გვწყევლიან, ჩვენ კი სიჩუმითა და სიკეთით ვპასუხობთ.

თუკი ჩვენდამი ბოროტად განწყობილი ზოგიერთი ადამიანი სინამდვილეს ამახინჯებს, ცილს გვწამებს ან უსამართლოდ გვექცევა, შევეცადოთ, თუკი შევძლებთ და თუკი ეს პირადად ჩვენ გვეხება, თავი არ გავიმართლოთ და ნუ წარმოვთქვამთ ამ სიტყვებს: „დე, უფალმა მიუზღოს მას“, რადგან ესეც წყევლაა.

ყველაზე კარგია, თუ მთელი გულით მივუტევებთ ჩვენს მტრებს, ღმერთს შევევედრებით შეგვეწიოს ცილისწამების ტვირთის ზიდვაში და შეძლებისდაგვარად გავაგრძელებთ სულიერ ცხოვრებას. დე მოგვექცნენ უსამართლოდ ისინი, ვისაც წესად აქვთ სხვების განკითხვა - ისინი ამ გზით ჭეშმარიტი ცხოვრებისათვის ოქროს გვირგვინებს გვიმზადებენ. რა თქმა უნდა, ღვთისნიერი ადამიანი არასოდეს იწყევლებიან, რადგან მათ სიბოროტე არ აქვთ, მათ მხოლოდ სიკეთე აქვთ. ისინი უდიდეს, სხვებისათვის უხილავ სიხარულს განიცდიან".

ავტორი: ზმნა

01/03/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024