ტაბლოიდი

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
"სარკასტიკაში" გიორგი ნაზღაიძემ თამო ვაშალომიძის და ნუკი კოშკელიშვილის ძველი გაუგებრობა და ნელთბილი ურთიერთობა გაიხსენა და სტუმრად მყოფ თამოს ჰკითხა - რა ვერ გაიყავითო? ვაშალომიძის პასუხი ასეთი იყო: ნუკიმ დამბლოკა ინსტაგრამში. ტიკ ტოკზე და სთორებში.
წამყვანმა კოშკელიშვილს დაურეკა.
ნუკი: თამო, საიდან მოიტანე? მე სულ ვხედავ, რომ უყურებ ჩემს სთორებს.
რამე გვაქვს გასაყოფი? ხალხს უნდა, რომ დაგვაპირისპიროს. ვართ ორი დამოუკიდებელი ქალი, ჩვენსას "ვაწვებით", მე ჩემსას ვაკეთებ, თამოს თვისი ხაზი აქვს.
თამო: ნუკი იყო პირველი, ვინც კოსმეტიკის ხაზი გამოუშვა.
ნუკი: რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იყო პირველი, ვინ მეორე და ვინ მესამე. ჩვენ აბსოლუტურად სხვადასხვა ხაზი გაქვს. ვისაც არ ეზარება, ცდილობენ ერთმანეთს დაგვაპირისპირონ. ხომ არ ვერჩით ერთმანეთს?
თამო: ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს. ნუკი, წარმატებას გისურვებ. რომ ჩამოვალ ამერიკაში, გესტუმრები.
ნუკი: აუცილებლად.
გიორგი: აი, ასე, კეთილი გადაცემა გვაქვს. ჩვენ შევძელით ჭორები დაგვემსხვრია და ორი ლამაზი ქალი შევარიგეთ.
07/05/2026