Logo

"ნუთუ არ შეიძლება საქართველოში რომელიმე რეჟისორმა შემამჩნიოს" - რაზე წყდება გული თათია სულუაშვილს

"ნუთუ არ შეიძლება საქართველოში რომელიმე რეჟისორმა შემამჩნიოს" - რაზე წყდება გული თათია სულუაშვილს

10/04/2026

ტექსტის ზომა

მიუხედავად იმისა, რომ „კომედი შოუს“ მსახიობი თათია სულუაშვილი მაყურებლისთვის კომედიური ჟანრის ერთ-ერთ გამორჩეულ და შეუცვლელ სახედ რჩება, თავად საკუთარ თავს მხოლოდ ამ ჟანრში არ მოიაზრებს.
თათიას მიერ შექმნილი არაერთი კომიკური პერსონაჟი, მათთვის დამახასიათებელი ფრაზებითა და ინტონაციებით, მაყურებლისთვის კარგად ნაცნობ და საყვარელ გმირად იქცა, თუმცა მსახიობი ამბობს, რომ დღემდე პროფესიული შიმშილი აქვს.

პროფესიით მსახიობი თათია სულუაშვილი „კომედი შოუს“ დასში ჯერ კიდევ სტუდენტობისას მოხვდა. წლების შემდეგ ამბობს, რომ ამ ჟანრში მიღწეულმა წარმატებამ მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვან მიმართულებაში გზა ჩაუკეტა.

"მუდმივად პროფესიული შიმშილი მაქვს. ის რაც მინდა, რაც ჩემშია, ვერ ვიკმაყოფილებ, მიუხედავად იმისა, რომ 20 წელია ეკრანზე ვარ.

რომ მეუბნებიან "რა კარგად თამაშობ სკეტჩებს", - გულის წყვეტა მაქვს, იმიტომ, რომ ეს არ არის ჩემი... ჩემი ჟანრი არის დრამა...

ცხოვრებაში ერთხელ ვიყავი კასტინგზე - "შინდისის გმირების" კასტინგზე და მითხრეს - "ძალიან კარგი ხარ, მაგრამ შენ შაბათის შოუს მსახიობი ხარ..."


ჩემი ასარჩევი რომ იყოს, კომედიას საერთოდ არ ავირჩევდი, იმიტომ რომ დრამაა უფრო ჩემი. უფრო ორგანულად ჩემს თავს იქ ვგრძნობ...
ამაზე ფიქრი წლების წინ შევწყვიტე... იმდენად მოვწყდი, უკვე აღარ ვფიქრობ...


ოცნებად მქონდა, ვფიქრობდი, ნუთუ არ შეიძლება საქართველოში რომელიმე რეჟისორმა შემამჩნიოს... გულის წყვეტა მაქვს რაღაცნაირი, რამე ფილმში, პატარა ეპიზოდურ როლში, არაკომედიურ ჟანრში მინდა ჩემი სათქმელი ვთქვა, ემოცია გამოვხატო, საკუთარი თავი მინდა განსხვავებულ ამპლუაში წარმოვაჩინო...


ძალიან ბევრი წლის წინ შევწყვიტე ამაზე ფიქრი... ჩემს შვილს ძალიან უყვარს თეატრი და მთხოვს მასთან ერთად სპექტაკლზე წავიდე, ძალიან მიყვარს, ძალიან მინდა, მაგრამ ამას რაღაცნაირად თავიდან ვირიდებ, რადგან თეატრში რომ შევდივარ რაღაც მბოჭავს, მაფერხებს, რაღაც მტკივა," - ამბობს მსახიობი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

დრამათათია სულუაშვილიკომედიამსახიობი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026