საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
81 წლის ასაკში პოეტი, მთარგმნელი, აღმოსავლეთმცოდნე, ირანისტი - ნომადი ბართაია გარდაიცვალა.
მეცნიერი მარტვილის რაიონის სოფ. ლეხაინდრეში დაიბადა. გახლავთ 22 პოეტური და პროზაული წიგნის ავტორი. გამოქვეყნებული აქვს 24 მეცნიერული და თარგმანების - 7 კრებული. მინიჭებული აქვს აკაკი წერეთლის, ილია ჭავჭავაძის, ივანე მაჩაბლის და შაჰრიარის პრემიების ლაურეატობა, იყო ლიტ. პრემია "ქუჯი-2019"-ის ლაურეატი.
ქართული კულტურის დესპანი, მარტვილის საპატიო მოქალაქე.
"დღეს ქართულმა აკადემიურმა სივრცემ კიდევ ერთი დიდი ადამიანი დაკარგა.
გარდაიცვალა ჩემი ლექტორი, პოეტი და მეცნიერი — ნომად ბართაია.
ბატონი ნომადი ჩემს მეხსიერებაში ყოველთვის დარჩება, როგორც განსაკუთრებული ერუდიციის, დახვეწილი მანერებისა და საოცარი იუმორის მქონე პედაგოგი.
იგი იყო ხიდი ძველ, დიდ თაობასა და ჩვენს შორის. თსუ-ში გატარებული მისი ლექციები ყოველთვის უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ სასწავლო პროცესი — ეს იყო მოგზაურობა ლიტერატურისა და აღმოსავლური სიბრძნის სამყაროში.
ვუსამძიმრებ მის ოჯახს, კოლეგებს,მეგობრებსა და მთელ სამეცნიერო საზოგადოებას. ნათელში იყოს მისი სული" - წერს მერაბ მელაძე.

"უზომოდ ვწუხვარ გამოჩენილი მეცნიერის, ღირსეული, ფუტკარივით მშრომელი, თავმდაბალი კაცის, პროფესორ ნომადი ბართაიას გარდაცვალებას, ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს მის უკვდავ სულს" - წერს სერგო ვარდოსანიძე.

"დიდი მადლობა მას მისი კვლევებისთვის, ქართულ-ირანულ ურთიერთობებში შეტანილი დიდი წვლილისთვის, იმ უშურველი და უანგარო კონსულტაციებისა და რჩევებისთვის, საქართველო-ირანის ისტორიული წარსულის კვლევისას (განსაკუთრებით, ფილოლოგიაში), მისგან რომ მიმიღია.
ძალიან მეწყინა...
ობლდება საქართველო ასეთი ადამიანების წასვლით" - ფეისბუქზე წერს კახა კვაშილავა.
02/09/2026