Logo

ოქტომბრის თვის ფავორიტი სამი ზოდიაქოს ნიშანი

ოქტომბრის თვის ფავორიტი სამი ზოდიაქოს ნიშანი

09/30/2026

ტექსტის ზომა

ზოდიაქოს რამდენიმე ნიშანს, ოქტომბრის თვეში განსაკუთრებული სიახლეები ელის. ასტროლოგი სოფია ბზეკალავა ვარსკვლავების ფავორიტ სამ ზოდიაქოს ნიშანს ასახელებს.

სასწორი

ოქტომბრის თვეში მნიშვნელოვანი მოვლენები ელოდებათ სასწორის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს. ზუსტად ოქტომბრის თვეში, სასწორის ზოდიაქოს ნიშანში შედის სელენა, იგივე მფარველი ანგელოზი, რაც იმას ნიშნავს, რომ სასწორებს შეამჩნევენ...


სასწორის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ექნებათ შანსი, რომ დაალაგონ გართულებული სიტუაციები პირად და პარტნიორულ ურთიერთობებში. ზოგიერთი შემთხვევაში შეიძლება ეს იყოს ძველ ადამიანთან ან ძველ მოვლენებთან დაბრუნება, ან მის გასაცნობიერებლად, ან ამ ურთიერთობის რეანიმირების მიზნით.


ასევე სასწორს ექნება იმის შანსი, რომ მოიმატოს მისმა პოპულარობამ და დაიწყოს რაღაც ახალი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი.

კურო

რიგით მეორე ნიშანი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენებს უნდა ელოდოს ოქტომბრის თვეში, ეს არის კურო. კუროს ნიშნით დაბადებულ ადამიანებს, უნდა ეყოთ იმის გამბედაობა, სითამამე და პრინციპულობა, რომ არავის დაკრულზე არ იცეკვონ, მაქსიმალურად დააკვირდნენ და აღმოაჩინონ საკუთარ თავში ინდივიდუალიზმი, შეეცადონ, რომ არავის მოსაწონი არ იყონ, უბრალოდ იყონ საკუთარი თავი...


მიმდინარე თვის მანძილზე კუროებს ძალიან შეეცვლებათ დამოკიდებულება, როგორც საკუთარ თავის, ასევე საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების მიმართ.


ასევე მათ მიმართ დამოკიდებულებაც შეიცვლება და რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, ძალიან ძალიან პოპულარული გახდებიან გარშემო მყოფების თვალში.

ვერძი

და ბოლო ნიშანი ასევე, ვისაც ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობები და გამოწვევები ელოდება ოქტომბრის თვეში, ეს არის ვერძი.

ვერძის ნიშნით დაბადებულ ადამიანებთან ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები იქნება დაკავშირებული იმ სირთულეების გადალახვასთან, რასაც ფაქტობრივად მთელი 2026 წლის მანძილზე ცდილობდნენ და ვერ ახერხებდნენ.


ვერძებს ექნებათ ძალაც, შეუპოვრობაც და ოპტიმიზმიც, იმისთვის, რომ გადალახონ სირთულეები და რთულ სიტუაციები გამოასწორონ, მათ ფიზიკურადაც ექნებათ ამისათვის შესაბამისი ძალა, ენერგია და მოტივაცია. ზოგიერთი შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს დიდი ხნის მანძილზე გართულებული ჯანმრთელობის პრობლემების საბოლოოდ უკან მოტოვება და მოგვარება, ზოგი შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს გამბედაობის მოკრება იმისთვის, რომ გადაინაცვლონ ახალ ჯგუფებში, გუნდებში, კოლექტივებში... დაიწყონ აბსოლუტურად ახალი პროექტები და მოძებნონ გამომუშავების ახალი გზები.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

ასტროლოგიაზოდიაქოოქტომბერიპროგნოზისოფია ბზეკალავა
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026