Logo

სასარგებლო რჩევები

ორი პროდუქტი, რომელიც დედამ შვილს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მისცეს" - ექიმი მარინე ძაგნიძე

ორი პროდუქტი, რომელიც დედამ შვილს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მისცეს" - ექიმი მარინე ძაგნიძე

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ექიმი მარინე ძაგნიძე იმ ორ პოპულარულ პროდუქტს ასახელებს, რომელსაც დედები შვილებს საუზმეზე ხშირად აძლევენ და ამით პატარების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიან.

"ჩვენს შვილს 6 თვის ასაკის შემდეგ ყველა საკვები უნდა გავასინჯოთ, ყველაფრის გემო უნდა ვაგრძნობინოთ. უნდა გავიგოთ, როგორ იღებს ბავშვი საკვებს... მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი მოვარიდოთ ყველაფერს მავნეს და მივცეთ ჯანსაღი საკვები.

პირველი, რაც დედამ შვილს საუზმეზე არ უნდა მისცეს არის იოგურტი. როცა ვამბობ იოგურტს, ვგულისხმობ დამტკბარ იოგურტს და არა ჩვენებურ მაწონს ან ბერძნულ მაწონს. მე მაინც მგონია, რომ ქართულ მაწონს არაფერი შეედრება. ის ძალიან ადვილი მოსამზადებელია და შემიძლია დავიფიცო, რომ ჩემთან სახლში არ არის მომენტი, როცა ჩემი დამზადებული მაწონი არ მაქვს. ვამზადებ მაწონს, რადგან ვიცი, რომ მე მას ვამზადებ რძით, მასში არ არის დანამატები, რომლებიც ჩემს სისხლში გლუკოზის დონეზე იმოქმედებენ.

იოგურტი

ყველა დატკბილულ იოგურტში, რომელიც მაღაზიაში იყიდება, არის მაღალი ფრუქტოზის შემცველობის სიროფი, რაც შაქარზე კიდევ უფრო მავნებელია ჯანმრთელობისათვის.

მეორე პროდუქტი, რომელიც დედამ შვილს არ უნდა მისცეს საუზმისას არის მარცვლეული ე.წ.“სირიალები“ლამაზ ყუთებში მოთავსებული ბურთულები, რომლებიც ადვილი მოსახმარებელია და ამის გამო პოპულარული საუზმეა. დაყრი ფიალაზე, დაასხამ რძეს და ბავშვი იღებს მხოლოდ შაქარს, სხვას არაფერს.

სირიალი


ამ ყუთებზე ზოგჯერ მომხმარებლის მიზიდვის მიზნით წერია, რომ შეიცავს რაღაც ვიტამინებს, მაგრამ ეს ტყუილია, არანაირი "სირიალი"არ უნდა მისცეთ ბავშვს, თუ გინდათ თავიდან აიცილოთ ჭარბი წონა და შაქრიანი დიაბეტის რისკი.

მოკლედ, ტკბილი იოგურტი, და ე.წ. „სირიალი“ ეს ის პროდუქტებია, რომელიც დედამ შვილს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მისცეს," - ამბობს ექიმი.

ავტორი: ზმნა

12/19/2025

ბავშვთა კვებაექიმიიოგურტირჩევები
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024