Logo

ყველაფერი ბავშვებზე

ორი ყველაზე გავრცელებული მითი აუტიზმის შესახებ

ორი ყველაზე გავრცელებული მითი აუტიზმის შესახებ

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

აუტიზმის გარშემო, საზოგადოებაში დღემდე უამრავი მითი და მცდარი შეხედულება არსებობს. ამ თემაზე არასწორი ინფორმაციის გავრცელება ხშირად ხდება მიზეზი იმისა, რომ ნეიროგანსხვავებული ბავშვები და მათი მშობლები, საზოგადოების მხრიდან უსამართლო კრიტიკისა და სტიგმატიზაციის მსხვერპლნი ხდებიან.

კლინიკური ფსიქოლოგიის დოქტორი მინდია გაბიჩვაძე საზოგადოებაში გავრცელებულ ორ ყველაზე მცდარ მითს ეხმაურება.
ფსიქოლოგი ყურადღებას აუტიზმის გამომწვევ მიზეზად ვაქცინების დასახელებასა და ნეიროგანსხვავებული ბავშვების ქცევის მცდარ ინტერპრეტაციაზე ამახვილებს.

მინდია გაბიჩვაძე

მინდია გაბიჩვაძე დეტალურად განმარტავს, რა ხდება რეალურად ბავშვის ორგანიზმში სენსორული გადატვირთვის დროს და რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ უარყოს დამანგრეველი სტერეოტიპები ნეიროგანსხვავებული ბავშვების "კაპრიზებსა" და "გათამამებულობაზე."

„ვაქცინები იწვევს აუტიზმს... ეს არის მეცნიერულად ტყუილი. კვლევამ, რომელმაც ეს მითი შვა, ჯერ კიდევ წლების განმავლობაში, თავიდანვე განიცადა სასტიკი კრიტიკა. ამ კვლევის ავტორს სამედიცინო ლიცენზიაც კი ჩამოართვეს. აუტიზმი არის გენეტიკური და ნეირობიოლოგიური მოცემულობა და ვაქცინა აქ არაფერ შუაში არ არის.

არსებობს მეორე მითი, რომელიც ძალიან ხშირად გამიგია საზოგადოებაში და ამ დროს ბრაზით ვიხრჩობი ხოლმე.

კანის ქვეშ რომ რაღაცები დაცოცავენ, ისეთი შეგრძნება მეუფლება, როცა მესმის, ბავშვებთან დაკავშირებით, რომ ბავშვი უბრალოდ ჯიუტია, ან გათამამებულია და კარგად არ არის აღზრდილი.

ბავშვი

როცა აუტისტ ბავშვს, სენსორული პრობლემები აქვს და როდესაც მათ ხალხმრავალ ადგილას გაიყვანენ, მაგალითად სავაჭრო ცენტრში, მათ ისტერიკა ეწყებათ. კი, ამაში გეთანხმებით, ისინი ისტერიკაში ვარდებიან. ხალხი ძალიან ხშირად აკეთებს დასკვნას, რომ ბავშვი უზრდელია, მშობელი ვერ ზრდის, უნდა ასწავლო როგორ მოიქცეს...

არა, ეს ჯიუტობა არ არის, ხალხნო! ეს არის ნერვული სისტემის გადატვირთვა იმ ბავშვისთვის. ეს არის იმ ბავშვისთვის სენსორული შოკი. ამ პერიოდში იმ ბავშვის ტვინი ერთდროულად შემოსულ ათას ხმას და სინათლეს ვეღარ უმკლავდება და ის უბრალოდ ბრძოლას იწყებს ამასთან ისე, როგორც თვითონ შეუძლია.

გთხოვთ, ერთხელ და სამუდამოდ ამ ორ მითს გადავუსვათ ხაზი და დავივიწყოთ," - ამბობს კლინიკური ფსიქოლოგი.

ავტორი: ზმნა

06/04/2026

აუტისტიბავშვიმითებიმინდია გაბიჩვაძესენსორული გადატვირთვა
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024