ტაბლოიდი

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
პოდკასტში "ჩვენ" ნანიკო ხაზარაძემ საჯაროდ პირველად მოჰყვა თავისი ორსულობების ისტორიები. ტელეწამყვანმა გაიხსენა ფაქტი, რის შემდეგაც მისი ცხოვრება შეიცვალა.
ნანიკო ხაზარაძე: ოთხი შვილი მინდოდა რომ მყოლოდა. მყავს ერთი შვილი და გაკეთებული მაქვს სამი აბორტი. ზუსტად იმდენჯერ ვიყავი ორსულად, საბოლოოდ რამდენი შვილიც მინდოდა მყოლოდა. ორსულად ვიყავი, უნდა გამეჩინა და ყოველთვის რაღაც ხდებოდა.
ჩემი ცხოვრება შეიძლება ორად გაიყოს, საავამდყოში მისვლამდე და მერე. იქ მისვლამდე, სულ სხვა ცხოვრება მქონდა. მყავდა საყვარელი მამაკაცი, ვისგანაც ვიყავი ორსულად. ის აქ არ იყო, მაგრამ დიდი გეგმები გვქონდა. თუმცა ძალიან დიდი ტყუილის თქმა მომიწია. ძალიან მოვატყუე შეყვარებული თუ პარტნიორი. რომ არ მომეტყუებინა, იქ ცუდი ამბავი დატრიალდებოდა. ამიტომ დიდი ტყულის თქმა და მერე რაღაც ეტაპზე, იმ ტყუილში ცხოვრება მომიწია.
ულტრასონოგრაფიის გაკეთებისას ათასი კაცი რომ შემომესია, ვიფიქრე, რა მჭირს-მეთქი? გარეორსულობაა და სასწრაფოდ საოპერაციო ხარო. ფული არ მაქვს, ვიშოვი-მეთქი, ალალად ვუთხარი ექიმს. დავურეკე ლევანს (პარტნიორს). მოვუყევი ყველაფერი, იქიდან პაუზა და სკაბრეზი რომ არ უყვარდა, უცებ დაიწყო გინება. ადექი, არ დაწვე მაგათთანო. მოკლედ, ავუხსენი, რომ უნდა გამეკეთებონა. გავიკეთე ოპერაცია, ნარკოზიდან გამოსულს ექიმი ქალი მეუბნება - არაფერი არ აღმოგაჩნდაო... გვერდით მდგომი კაცი ექიმი იღიმის. დედიკო, 40 წუთი გაჭრილი იყავი, ნაყოფი არ არის არც მილებში, არც საკვერცხეში, არ ნაწლავში... ორსულად ხარ, მაგრამ არ ვიცით, სად ხარ ორსულად, დედიკოო. მოწვეული ექიმების კონსილიუმები იმართებოდა - პაციენტი ხაზარაძე სად შეიძლება იყოს ორსულად?
მეოთხე დღეს ნაკერებიანი გამოვიქეცი სახლში. იქ ლევანს ვატყუებ, ორსულად აღარ ვარ-მეთქი. აქეთ გამოვიქეცი... იქით დედაჩემს ვაწყნარებ. წავედი ექიმთან, ვინც ლილუზე მამშობიარა. სოსო ღოღობერიძემ რომ მნახა, გამოშტერდა. ეჭვი იყო, რომ ტყუპებზე ვიყავი ორსულად, რომლებსაც ვერ გავაჩენდი. ორად გაიყო საავამდყოფო, ერთი ნაწილი მეუბნებოდა - აბორტი გაიკეთეო, მეორე ნაწილი - გააჩინე, მაგრამ ყრუები და ბრმები იქნებიანო... ანტიბიოტიკების და ნარკოზის მიღების გამო.
მოკლედ, მედიკამენტოზური აბორტი გავიკეთე. მერე მითხრეს, როგორც ქალი დასრულდი, ალბათ, გადაგვარებული უჯრედები გაქვს, მკურნალობა მოგიწევსო. გამომიწერეს წამლები. წამოვედი და ჯანმრთელი ვარ, აღარაფერ არ მჭირს. სულ ტყუილად მაწამეს ექიმებმა. შემდეგ ისევ დავორსულდი, მაგრამ ორგანიზმის გამოფიტული იყო და ნაყოფი ვერ შევინარჩუნე...
06/26/2026