Logo

საზოგადოება

"ოთხი თვე გაუნძრევლად ვიწექი. პანიკური შეტევები მქონდა" - ალა პუგაჩოვა ხელჯოხის ტარების მიზეზზე ალაპარაკდა

"ოთხი თვე გაუნძრევლად ვიწექი. პანიკური შეტევები მქონდა" - ალა პუგაჩოვა ხელჯოხის ტარების მიზეზზე ალაპარაკდა

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

უკვე რამდენიმე თვეა, რაც ალა პუგაჩოვა ხელჯოხით დადის. ჯოხი მის ფოტოსესიებშიც ჩანს. გაჩნდა ჭორები, რომ მას უკვე სახსრები აწუხებს და ხელჯოხის გარეშე ვეღარ გადაადგილდება.

ალა პუგაჩოვაალა პუგაჩოვაალა პუგაჩოვა

ჟურნალისტებმა შანსი ხელიდან არ გაუშვეს და იურმალაზე მისულ ალას, ამ თემასთან დაკავშირებით, კითხვები დაუსვეს.

- ეს ხელჯოხი იმიჯის ნაწილია?

ალა პუგაჩოვა: - არა, ეს იმიჯი არ არის. არავისთვის არაფერი მომიყოლია. საქმე იმაშია, რომ ოთხი თვეა გაუნძრევლად ვიწექი. წავიქეცი, თეძოს სახსარში ფეხი მოვიტეხე. საერთოდ აღარ მეგონა, თუ წამოვდგებოდი. პანიკური შეტევები მქონდა. საშინელი ოთხი თვე გავიარე. გამაფრთხილეს, რომ ნახევარი წელი უნდა ვიწვე. შემდეგ მოვიდა ერთი ადამიანი, რომელმაც მითხრა, ეს ყველაფერი შენზეა დამოკიდებული, როგორ გადალახავ ტკივილებს და ამ პრობლემებსო. დღემდე ამ გამოწვევის გადალახვის წინაშე ვარ. კიდევ სამი- ოთხი თვე და ხელჯოხიც არ დამჭირდება.

საუბარში ალას მეუღლე, მაქსიმ გალკინი ჩაერთო.

ალა პუგაჩოვა

მაქსიმ გალკინი: ბევრი ჭორი დადიოდა, თითქოს გულზე გაიკეთა ოპერაცია. ალამ უბრალოდ ფეხი მოიტეხა.

ალა: დიახ, ეს რთულად გადავიტანე, თუმცა თავი ხელში ავიყვანე და ჯერ ჯოხით, მერე უჯოხოთ გავუმკლავდები. ხელჯოხს მაშინ ვიღებ, როდესაც მეტად თავდაჯერებული მინდა ვიყო. იქ, სადაც ბევრი ხალხია, არ მინდა დაძაბული ქვევით ვიყურო. ასე მშვიდად ვარ...

video

ალა პუგაჩოვა

ავტორი: ზმნა

07/27/2026