სპორტი

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ილია თოფურიას და მისი ესპანელი მეორე ნახევრის, ჯორჯინა უზკატეგუი ბადელის (Giorgina Uzcategui Badell) გაყრის თაობაზე, აგერ უკვე სამი კვირაა წერენ უცხოური გამოცემები. ტაბლოიდებს არც ის გამოპარვიათ, რომ წყვილმა საკუთარი სოციალური ქსელებიდან, ერთობლივი ფოტოები გააქრო.
ვინ არის ჯორჯინა ბადელი და რას ვკითხულობთ მასზე უცხოურ გამოცემებში:
ბადელი - წარმატებული ბიზნესვუმენი ალიკანტედან, ესპანეთიდან, ბიზნესის ადმინისტრირებას სწავლობდა მაიამი-დეიდის კოლეჯსა და საფოლკის უნივერსიტეტში, ბოსტონში. ეს იყო მანამ, სანამ ის მარკეტინგის სტაჟირებას გაივლიდა Alodiga-სა და GMB Real Estate-ში. ის ასევე მუშაობდა გაყიდვებისა და მარკეტინგის სპეციალისტად Sanclemente ჯგუფში და სოციალური მედიის მარკეტინგის/მოდის ინფლუენსერის პოზიციაზე Aurate New York-ში.
ბადელმა, როგორც ლიცენზირებულმა უძრავი ქონების აგენტმა, მაიამიში, ფლორიდაში დააარსა კომპანია სახელწოდებით „Future & Energy“.
ბიზნეს წამოწყებების გარდა, ჯორჯინა ცხოველების დიდი მოყვარულია.
მიუხედავად იმისა, რომ თოფურიას საქმიანობა ძალიან საჯაროა, ვკითხულობთ გამოცემა https://www.givemesport.com-ზე, მან მოახერხა პირადი ცხოვრების კონფიდენციალურობის შენარჩუნება.
"ჩვენ ვიცით, რომ წყვილი ერთმანეთს, სულ მცირე ექვსი წელია ხვდება, მას შემდეგ, რაც ერთმანეთი მაიამიში ვახშამზე გაიცნეს. მებრძოლმა მასზე თქვა, „ერთ-ერთი უდიდესი საჩუქარი, რაც ღმერთმა მაჩუქა“ - წერს ეს ინტერნეტ გვერდი.
ილიას ჰყავს ვაჟი ჰუგო. ხოლო 2024 წელს წყვილს ქალიშვილი ჯორჯინა შეეძინა.

რას წერს, ბოლო დღეებში, სოციალურ ქსელში ჯორჯინა.
„დედის ნამდვილი ძალა საფრთხის მიმართ სიფხიზლე კი არა, ისეთი სამყაროს შექმნაა, სადაც მისი ქალიშვილი გაიზრდება მამაცად, თავისუფლად და უშიშრად. ჩემო პატარა ჯორჯინა, მსოფლიოში არაფერია ისეთი, რაც მე შეთან ყოფნაზე მეტად მიყვარს და არც იმაზე აღმაფრთოვანებელია რამე, თუ როგორ ხდები სიცოცხლისუნარიანი და თვითკმარი ადამიანი. ჩემი მისიაა - მოგცეთ სიძლიერე, პატიოსნების მაგალითი და გაგიძღვეთ თქვენი მიზნისკენ, ბედნიერებისკენ.“
ესეც მისი ბოლო პოსტი "ინსტაგრამზე":
"ზოგჯერ ჩვენ მივყვებით გეგმას, ხედვას, თუ როგორ უნდა იყოს ყველაფერი. მთელ ჩვენს ძალისხმევას ვდებთ მასში, საუკეთესო განზრახვით.
მაგრამ ცხოვრებას და პროექტებს საკუთარი რიტმები აქვთ. ნამდვილი გაკვეთილი იმაშია, რომ ისწავლო მათგან და არა ძალა დაატანო თავს.
ადაპტირება უფრო მკაცრია, ვიდრე სიმტკიცე და მხოლოდ მათ, ვისაც შეუძლია ჭეშმარიტი ცხოვრება, იციან იმ ღრმა თავისუფლების არსი, რომელსაც განიცდიან.
ჩემი ვალდებულება არ იცვლება: შევქმნა თანმიმდევრული მემკვიდრეობა და ვიყო ის საყრდენი, რომელსაც ჩემი ოჯახი იმსახურებს.
ოცნებები არ დამსხვრეულა, უბრალოდ ისინი ხელახლა განისაზღვრა. ჩვენ წინ მივდივართ, მეტი სიბრძნით და უფრო ნათელი მიზნით.
დაე, ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ცხოვრება მშვენიერი სასწაულია და რომ ის ყოველთვის ღირს, ყოველთვის ღირებული ცხოვრებით."
10/31/2025