
09/30/2026
როგორ უნდა დავლიოთ წყალი, რატომ არ გვირჩევს აიურვედა მის ფეხზე დგომით მიღებას და რა მნიშვნელობა აქვს იმას, რამდენ ხანს ვღეჭავთ თითოეულ ლუკმას?
ინდოელმა მკურნალმა, აიურვედას სპეციალისტმა არუნ ხათრიმ „გვანცას პოდკასტში“ კვების რამდენიმე უძველეს წესზე და აიურვედაში გავრცელებულ მიდგომებზე ისაუბრა.
მისი თქმით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საკვების ნელა და საფუძვლიანად დაღეჭვას. არუნ ხათრი ყურადღებას GLP-1 ჰორმონზე ამახვილებს, სწორედ იმ ბიოლოგიურ სისტემაზე, რომელზეც წონის კლებისთვის ფართოდ გამოყენებული სემაგლუტიდები, მათ შორის „ოზემპიკი“ მოქმედებს.
რას ამბობს ამაზე აიურვედა და როგორ ხსნის სპეციალისტი ცნობილ ფრაზას „წყალი უნდა ჭამო, საჭმელი კი დალიო“?

"აიურვედაში წერია, რომ იმ ადამიანის მუხლების ტკივილს, რომელიც წყალს ფეხზე დგომით სვამს, ვერცერთი ექიმი ვერ განკურნავს.
ფეხზე მდგომი წყალს ნელა ვერ დალევ, სწრაფად სვამ. სწრაფად მიღებული წყალი სწრაფადვე დატოვებს სხეულს. ამიტომ წყალი დამჯდარმა და ნელა უნდა დალიო და ს დარჩება ორგანიზმში.
"წყალი უნდა ჭამო და საჭმელი დალიო" - ეს ფრაზაც აიურვედადანაა.
ეს ნიშნავს, რომ წყალი ისე ნელა უნდა დალიო, როგორც საჭმელს ჭამ, საჭმელი კი ისე უნდა დაღეჭო, რომ წყალივით გახდეს.
თითო ლუკმა 32-ჯერ უნდა დაიღეჭოს. სწორედ ახლა ტარდება კვლევა იმასთან დაკავშირებით, რომ დიდხანს ლუკმის ღეჭვისას გამოიყოფა GLP-1 ჰორმონი, იგივე ჰორმონი, რომელსაც ახლა აქტიურად იკეთებენ წონის კლებისთვის ოზემპიკის სახით," - ამბობს არუნ ხათრი.
გააზიარე სტატია