Logo

საზოგადოება

ოზეოლა მაკარტნი - ქალი, რომელმაც თავის წილად შეცვალა სამყარო

ოზეოლა მაკარტნი - ქალი, რომელმაც თავის წილად შეცვალა სამყარო

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

არსებობენ ადამიანები, რომლებსაც საკუთარი ცხოვრებით, სხვების არსებობის შეცვლა შეუძლიათ. ადამიანები, რომლებიც ცხოვრების მთავარ აზრზე გვაფიქრებენ და კეთილი საქმეების კეთებას შთაგვაგონებენ. ისტორია, რომელსაც გიამბობთ, ერთ აფროამერიკელ გოგონაზეა, რომელმაც სიკეთის კეთება ცხოვრების კრედოდ გაიხადა და ამის წყალობით არაერთი ადამიანის ცხოვრება შეცვალა.

ოზეოლა მაკარტნი გასული საუკუნის დასაწყისში, მისისიპის შტატში დაიბადა. გოგონა ამაოდ იცნებობდა მედდის პროფესიაზე და ლამაზ მომავალზე. ავადმყოფი დეიდის მოსავლელად, იძულებული გახდა, მეექვსე კლასიდან დატოვებინა სკოლა. მალე მრეცხავად დაიწყო მუშაობა და დედისა და ბებიის სიბერის უზრუნველსაყოფად, მისისიპის ეროვნულ ბანკში, დაგროვებითი ანაბარი გახსნა.

75 წლის მანძილზე, ოზეოლა ყოველდღე, ერთგულად მიდიოდა ბანკში და მძიმე შრომის საფასურად მიღებული რამოდენიმე დოლარიდან, 1-1.5 დოლარს ანაბარზე ტოვებდა...

ის არ გათხოვილა, არ ჰყოლია ბავშვები, დადიოდა ფეხით და ცხოვრობდა ბიძის მიერ დატოვებულ უბრალო ხის სახლში. ოჯახის წევრები ხელიდან გამოეცალა...

დრო და მოვლენები იცვლებოდა. ბანკები იხურებოდა, იხსნებოდა, ერთმანეთს ერწყმოდა. ერთხელ, ბანკის წარმომადგენლის წინადადებასაც კი დაეთანხმა და ანაბრის ნაწილი - ფონდის ობლიგაციებში გადაიტანა...

1995 წელს აღმოაჩინეს, რომ მრეცხავი ქალის ანგარიშზე არსებული თანხა, 250000 დოლარზე მეტს შეადგენდა! დიდხანს არწმუნებდნენ ოზეოლა მაკარტნის, რომ დრო იყო, მძიმე შრომისთვის თავი დაენებებინა და დაესვენა, რომ მისი ანაბარი საკმარისზე მეტი იყო უზრუნველყოფილი სიბერისთვის, მაგრამ მან განაცხადა, რომ ანაბარს ხელს არ დაადებდა...

მაშინ, ბანკის თანამშრომელმა ჰკითხა: 10 დოლარი რომ მოგცეთ, რას უზამთ ? უპასუხა: 1 დოლარს ეკლესიას შევწირავდი, როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებ, 3-ს ჩემს 3 ნათესავს, რომლებიც კარგი ადამიანები არიან და იმსახურებენ ზრუნვას, დანარჩენი 6 დოლარისთვის კი განსაკუთრებულ დანიშნულებას მოვიფიქრებ!

ამავე წელს, ოზეოლას სურვილით, შეიქმნა ფონდი და სამხრეთ მისისიპის უნივერსიტეტს გადაეცა 150000 დოლარის შეწირულება ბარათთან ერთად, რომელშიც ეწერა: სურვილი მაქვს დავაწესო სტიპენდიები ღარიბი სტუდენტებისთვის, რომლებსაც ჯერ კიდევ შეუძლიათ ოცნება!

ამბავი სწრაფად გავრცელდა ქვეყანაში და ფართო რეზონასი გამოიწვია! უბრალო ადამიანები და ბიზნესის ლიდერები ფონდს შეწირულობებს გადასცემდნენ. ოზეოლას გადაწყვეტილებით შეძრულმა თედ ტერნერმა, 1 მილიარდი დოლარი გაიღო ქველმოქმედებისათვის!

მისისიპის უნივერსიტეტში მიწვეულ ქალს, ფეხზე ამდგარი სტუდენტები, ნახევარი საათის განმავლობაში უკრავდნენ ტაშს!

ამ შეხვედრაზე, ოზეოლა მაკარტნიმ თქვა: სანამ მოვკვდები, მინდოდა მენახა, როგორ მიიღებდა ჩემგან დაფინანსებული პირველი სტუდენტი დიპლომს, მაგრამ მესმის რომ ჩემს ასაკში, ეს თითქმის შეუძლებელია!

1996 წელს, ოზეოლას, მისისიპის შტატის გავლით, ოლიმპიადის ცეცხლის გადატანის პატივი ხვდა წილად.

გარდაიცვალა 1999 წელს, 92 წლის ასაკში ისე, რომ ვერ მოესწრო ფონდის გრანტით დაფინანსებული სტუდენტების პირველ გამოშვებას!..

წყარო: "მწვანე ფანჯარა"

ავტორი: ზმნა

01/15/2026

ისტორიაოზეოლა მაკკარტნისიკეთექალის ისტორია
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024