Logo

"პალატის საწოლზე ჩამომჯდარი წყვილის სიყვარულს სხვა სილამაზე აქვს" - ისტორია ონკოლოგიური კლინიკიდან

"პალატის საწოლზე ჩამომჯდარი წყვილის სიყვარულს  სხვა სილამაზე აქვს" - ისტორია ონკოლოგიური კლინიკიდან

10/11/2026

ტექსტის ზომა

ნატალია ჩიქოვანი, რომელიც ონკოლოგიურ დაავადებას ებრძვის და ამჟამად კლინიკაში მკურნალობს, სოციალურ ქსელში თითქმის ყოველდღე აქვეყნებს ჩანაწერებს საავადმყოფოში გატარებული დღეების შესახებ. მისი ისტორიების მთავარი გმირები ხშირად ის ადამიანები არიან, რომლებსაც პალატებში, დერეფნებში თუ მკურნალობის პროცესში ხვდება.

ამჯერად ნატალიას პატარა მოთხრობის გმირი ერთ-ერთი პაციენტი გახდა, რომლის ამბავსაც ნატალია საკუთარი პალატიდან აკვირდებოდა.


"ჩვენს განყოფილებაში, დერეფნის ორივე მხარეს ჩარიგებული პალატებია. ძირითადად ონკოლოგიური პრობლემებით წევს ხალხი.

პალატების კარი ნახევრად თითქმის ღიაა, ექთნებმა ადვილად რომ შეძლონ მოქმედება, ამიტომ მე ჩემი მოპირდაპირე პალატის მეზობელს ვხედავ.

ჩვენი საწოლები ლარში სწორებით უყურებენ ერთმანეთს. მე უკვე აქ ვიყავი, რომ შემოიყვანეს და პირველი ორი დღე საერთოდ არ ამდგარა საწოლიდან. თავიდან ვიფიქრე, ვერ დადის-მეთქი, მაგრამ მესამე დღეს წელში გამართულად რომ გაიარა, მივხვდი შინაგანად იყო დამსხვრეული.

- არის იმედი? - ვკითხე ჩუმად ერთხელ ჩემს ექთანს. პასუხად უხმოდ გაიქნია თავი.

იმ დღეს, როცა იკა სახლის ამბებს მიყვებოდა, ჩემი "კარის მეზობელს" ცოლმა მოაკითხა. საწოლზე ჩამომჯდარს და თავჩაქინდრულს გვერდით მიუჯდა და მხარქვეშ შეუძვრა. მანაც, თითქოს გამოფხიზლდაო მძლავრად მოხვია ჩამოგდებული მკლავი და დიდხანს ისხდნენ ასე უხმოდ ტოტზე ჩამომსხდარი ჩიტებივით.

ვუყურებდით მე და იკა და გვეტირებოდა, ჩვენც ხომ ვიცით...

ყველგან ლამაზია სიყვარული: ქუჩაში ხელჩაკიდებული შეყვარებულების თვალებშიც, ქორწილის ფოტოებშიც, სამოგზაურო ტურნეებშიც, საცეკვაო მოედნებზეც... ყველგან, მაგრამ სულ სხვა სილამაზე აქვს პალატის საწოლზე ჩამომჯდარი წყვილის სიყვარულს, დრო რომ ბოლო წუთებს უთვლის, მაგრამ მაინც ვერაფერს აკლებს," - წერს ნატალია ჩიქოვანი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

ისტორიანამდვილი ამბებიპალატაპაციენტისიყვარული
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026