Logo

"პანიკური შეტევა არის შფოთვის პიკი და მწვერვალი" - გიორგი ჭეიშვილი

"პანიკური შეტევა არის შფოთვის პიკი და მწვერვალი" - გიორგი ჭეიშვილი

10/07/2026

ტექსტის ზომა

თანამედროვე ცხოვრების სწრაფმა ტემპმა და მუდმივმა სტრესმა შესაძლოა ნებისმიერი ჩვენგანი გამოიყვანოს წონასწორობიდან. ამიტომაც ბოლო დროს, მწვავედ დგას შფოთვითი აშლილობებისა და პანიკური შეტევების თემა, რომელთა იდენტიფიცირება და სწორი მართვაც ხშირად პაციენტისთვის და მისი გარემოცვისთვის რთული გამოწვევაა.


სად გადის ზღვარი ჩვეულებრივ შფოთვასა და პანიკურ შეტევას შორის და როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც გვერდით მყოფ ადამიანს მსგავსი მდგომარეობა უვითარდება? - ამ საკითხზე ისაუბრა ფსიქიატრმა გიორგი ჭეიშვილმა პოდკასტში "მედგიდი".

"შეიძლება ვთქვათ, რომ პანიკური შეტევა არის შფოთვის პიკი და მწვერვალი. ეს არის ძალიან გაზრდილი, ძალიან მაღალი ინტენსივობის შფოთვა, რომელიც, როგორც წესი (მადლობა ღმერთს), ხანმოკლეა და ძალიან დიდხანს არ გრძელდება. დიდი ხნით რომ გრძელდებოდეს, მისი ატანა შეუძლებელი იქნებოდა, ასეთი ძალიან გაზრდილი ხარისხის შფოთვის, თავისი ფიზიოლოგიური გამოვლენებით და თავისი ემოციური და ასე ვთქვათ, სააზროვნო გამოვლენებით...

როდესაც ვხედავთ, რომ ადამიანს აქვს პანიკური შეტევა, მინიმუმ არ უნდა ვუთხრათ არის : „თავი ხელში აიყვანე“, ეს ძალიან ეწყინება, ამით გავანაწყენებთ პაციენტს.


ჩვენ უნდა ვეცადოთ ასეთ დროს სიმშვიდე შევინარჩუნოთ და ჩვენი სიმშვიდე გადავდოთ ასეთ ადამიანს. მას არ უნდა ავყვეთ ამ ემოციაში.
ალბათ ძალიან გამოზომილად, მშვიდად, მონოტონურად უნდა ვუთხრათ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ემოციაა, ეს მხოლოდ და მხოლოდ პანიკური შეტევაა და ამისგან არავინ არ მომკვდარა და არც მოკვდება," - განმარტავს ფსიქიატრი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

გაზაფხულიგიორგი ჭეიშვილიმენტალური ჯანმრთელობაფსიქიკა
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026