Logo

პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, 45 წლამდე მამაკაცებისთვის, უფასო გახდა

პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, 45 წლამდე მამაკაცებისთვის, უფასო გახდა

01/18/2026

ტექსტის ზომა

2026 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებში სიახლეა — ამიერიდან ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) საწინააღმდეგო ვაქცინაცია 45 წლამდე ასაკის კაცებისთვისაც უფასოა. ამის შესახებ 2025 წლის 31 დეკემბერს მიღებულ N655 დადგენილებაში წერია.
აქამდე უფასო HPV ვაქცინაციის ე.წ. "გაწმენდის რაუნდების" (როგორც დოკუმენტშია მითითებული) კამპანია ქალებს მოიცავდა, კაცების ასაკი კი შეზღუდული იყო. მიმდინარე წლიდან პროგრამით შედარებით მოზრდილი კაცებიც ისარგებლებენ — ასაკობრივი დიაპაზონი 13-45 წელია.
მათში პაპილომავირუსის ვაქცინაცია ეტაპობრივად ჩატარდება:
15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში — ორჯერადი ვაქცინაცია მინიმუმ 6 თვის ინტერვალით;
15-45 წლის ასაკობრივ ჯგუფში — სამჯერადი ვაქცინაცია შემდეგი სქემით: 0-2-6 თვე. ეს ნიშნავს, რომ პირველი ვაქცინის შემდეგ მეორემდე ინტერვალი 2 თვეა, მესამე ვაქცინა კი 6 თვეში კეთდება.


წყარო:NEXT.On.ge - მეცნიერება და ტექნოლოგიები


გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

ვაქცინაციაპაპილომა ვირუსიცვლილებაჯანდაცვა
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026