Logo

პარაბენებზე და ფტალატებზე უარის თქმა ძუძუს კიბოს აგარიდებთ

პარაბენებზე და ფტალატებზე უარის თქმა ძუძუს კიბოს აგარიდებთ

12/02/2025

ტექსტის ზომა

პირადი ჰიგიენისა და კოსმეტიკის საშუალებებიდან პარაბენებისა და ფტალატების ამოღებამ, შესაძლოა მკვეთრად შეამციროს ძუძუს კიბოს განვითარების რისკი .

ჟურნალ Chemosphere-ში გამოქვეყნებული პუბლიკაციის თანახმად 28 დღის განმავლობაში ჩატარებულმა კვლევამ, სადაც ფტალატები და პარაბინები ხმარებიდან ამოიღეს, სარძევე ჯირკვლის ქსოვილში კიბოსთან დაკავშირებული ცვლილებების შეჩერება დაადასტურა.

ძუძუს კიბო

კვლევის შედეგად აღმოაჩინეს, რომ კონსერვანტებისა და არომატიზატორებისათვის თავის არიდებამ, სარძევე ჯირკვლის ნიმუშებში მოლეკულური გაუმჯობესება გამოიწვია.

ეს სწრაფი ცვლილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ როგორ შეიძლება ცხოვრების წესის ხანმოკლე ცვლილებებმაც კი ღრმა გავლენა მოახდინოს უჯრედულ ჯანმრთელობაზე.

პარაბენები და ფტალატები ცნობილია როგორც ესტროგენის მიმბაძავი ენდოკრინული სისტემის დამრღვევები. ესტროგენი კი ის ჰორმონია, რომელიც ძუძუს კიბოს რისკს ზრდის.

კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა შეადარეს ქსოვილი „ქიმიური დეტოქსის“ დაწყებამდე და შემდეგ — და საოცარი შედეგი მიიღეს:

ქსოვილზე ზემოქმედება, რომელსაც იწვევს ასეთი ქიმიკალები (ე.წ. ქსენოესტროგენები), შესაძლოა შექცევადი იყოს, თუკი ადამიანი დროებითაც კი შეამცირებს მათ მიღებას.

ძუძუს კიბო

მკვლევრები ამბობენ, რომ ეს მიგნება კიბოს პრევენციის საკითხში ახალ კარს ხსნის და ძალიან ძლიერი, იმედისმომცემი გზავნილია: ყოველდღიურ ქიმიურ ნივთიერებებთან კონტაქტის შემცირებას თქვენი ჯანმრთელობის შეცვლა სულ რამდენიმე კვირაში შეუძლია.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

კვლევაპარაბენებიფტალატებიძუძუს კიბო
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026