საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ირაკლი კაკაბაძემ "ტვ პირველის" გადაცემა "პირველ სტუდიაში" მარიხუანასთან დაკავშირებით თავის მწარე გამოცდილებაზე ღიად ისაუბრა.
მან მითად აღიარა ის გავრცელებული მოსაზრება, რომ თითქოს მარიხუანა არ არის მავნე. აი, რას ჰყვება ის ეკა ჩხეიძესთან.
ირაკლი კაკაბაძე: მარიხუანას ხშირი მომხმარებელი არ ვიყავი. მე თვითონ მის საყიდლად არ დავდიოდი. მაგრამ ჩემ მეგობრებს, ხელოვნების ხალხს, მომღერლებს სულ ჰქონდათ და ვეწეოდით, ხან ვჭამდით. ჭამის მეთოდიც არსებობს, ბრაუნებში ურევენ. მერე ამან, 2000 წელს, ჩემში დიაბეტის გარდა, გამოიწვია სერიოზული ნერვული მომენტები, პარანოიაში გადავიდა, რამაც კინაღამ მომკლა. მარიხუანამ იცის პარანოიის გამოწვევა. სახლიდან გავდიოდი და აღარ ვბრუნდებოდი. მარტო როცა ხარ სახლში, გადიხარ და არ ბრუნდები, შეიძლება ვერც ვერავინ შეგამჩნიოს. მაგრამ როცა ვინმე იყო სახლში და ამას ამჩნევდა, მეძებდნენ. მე დავძრწოდი სადღაც-სადღაც. როცა ასე დადიხარ, შეიძლება გადავარდე სადღაც. ღმერთმა ყველა დაიფაროს. 12 ასეთი სამედიცინო შემთხვევა მქონდა, როდესაც შოკში ჩავვარდი.
მიჭირდა ამ სენის დამარცხენა. დიდი ნერვოზული მომენტები იყო, რადგან ან ზედმეტს ვეწეოდი, ან ისეთ ნამცხვარს ვჭამდი, რომ კინაღამ ავფრინდი ცაში. ბოლოს მზია გომელაურმა პატარა ინტერვიუ ჩამიტარა და დიაგნოზი დამისვა. უმაგრესი ფსიქოლოგია, უსაყვარლესი ადამიანია. მის ოჯახში ვარ გაზრდილი. (გიორგი მარგველაშვილის დედა) პრაქტიკულად სიკვდილის პირას ვიყავი. მან მომარჩინა. მას შემდეგ ხუთი წელი დამჭირდა, რომ გამოვსულიყავი.
მითია, რომ მარიხუანა არ არის მავნე. ყველაფერი მუშაობს, ნარკოტიკი არც ერთი არ არის კარგი. ეს დიდი დაავადებაა, არ შეიძლება ამის მოხმარება და მისი გავრცელება ყველგან. მე ლამის მომკლა...
10/25/2025