Logo

"პატრიარქი შიო აუცილებლად აგებს პასუხს" - პეტრე კოლხი

"პატრიარქი შიო აუცილებლად აგებს პასუხს" - პეტრე კოლხი

10/01/2026

ტექსტის ზომა

პეტრე კოლხი, რომელიც ამერიკული ემიგრაციიდან რამდენიმე თვეა დაბრუნდა, ეკლესიის მხრიდან უსამართლო დამოკიდებულებაზე საუბრობს. მსახურება შეჩერებული მღვდელი მიიჩნევს, რომ სიმართლისათვის ისჯება და მისი ეკლესიიდან განდევნის მიზანი ეკლესიის რეორგანიზაცია კი არა, მისი, როგორც დაუმორჩილებელი მოძღვრის დასჯა იყო.

„პატრიარქი შიო გადმოდგება ამბიონზე და სიმართლის მხარეს დადექითო, ფარისევლურად ქადაგებს... სიმართლის გამო რატომ დამსაჯა? ვის სჯერა მისი ბოდვების? ეს ხომ აბსურდის თეატრია, ეს ხომ თეკერეის „ამაოების ბაზარია“, რომელსაც ჩემ მიერ გამოზრდილი თაობა არასდროს დაიჯერებს. არასდროს შეეგუება ამ უსამართლობას, რადგან ჩვენ თუ დაგვადუმეს ილია ჭავჭავაძის „ქვათა ღაღადი“ გავიხსენოთ, სიმართლეს ქვები იღაღადებენ.

არ შეიძლება ადამიანი განსხვავებული აზრის გამო, იმის გამო, რომ იგი არ ეგუება უსამართლობას, დასაჯო და მღვდელმოქმედება შეუჩერო... უკუნისამდე იქნებიან ის მღვდლები, რომლებიც სიმართლის გამო იდევნებიან.

შიო მუჯირს, რომ ეკლესიის გაწმენდა და რეორგანიზაცია სურვებოდა, დავუდგებოდი მხარში და ვეტყოდი, დიახ, პატრიარქო შიო, მე არა ვარ, ღირსი ვიყო სასულიერო პირი, მაგრამ გარშემო პედოფილები, მრუშები, ნარკომანები, ლოთები, ფულის გამფლანგველები და ბიუჯეტის ვირთხები ჰყავს და მათ აწინაურებს, ამიტომ პატრიარქი შიო აუცილებლად აგებს პასუხს.


მე ამას კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ, რადგან მე მახსენდება პლუტარქეს ბიოგრაფიიდან, პომპეუსის ამბავი. „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით არ შემოსულა პომპეუსი ქართლში, მაგრამ რომაელი ავტორები ამბობენ, რომ ილაშქრა და როდესაც მან გადაწყვიტა შავი ზღვის მეშვეობით ისევ დაბრუნებულიყო სამშობლოში, შტორმი იყო იმ დღეს შავ ზღვაზე და თანმხლებმაპირებმა უთხრეს პომპეუსს, ჩვენ ვერ დავბრუნდებით სამშობლოში, რადგან შტორმია. პომპეუსმა უპასუხა - "ჩვენი სიცოცხლე აუცილებელი არ არის, მაგრამ აქედან წასვლა აუცილებელია!"

სწორედ ასე, ჩემი გამარჯვება, ჩემი სიცოცხლე აუცილებელი არ არის, მაგრამ შიო მუჯირის არასწორი რელიგიური პოლიტიკის წინააღმდეგ გალაშქრება აუცილებელია,“ - ამბობს პეტრე კოლხი zmna.ge-სთანინტერვიუში.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026