საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ფეხბურთელი რეზი არველაძის ვაჟის, ნიკა არველაძისა და მსახიობი ქეთი წიქვაძის შვილი, უმცროსი რეზი არველაძე პატრიარქის უკანასკნელი ნათლული აღმოჩნდა.
პატარა რეზის ნათლობის ფოტოს, სოციალურ ქსელში მისი დედა აქვეყნებს.
“პატრიარქის უკანასკნელი ნათლული რეზი,” – წერს ქეთი წიქვაძე.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს, 48 ათასზე მეტი ნათლული ჰყავს. პატრიარქის ინიციატივა, საქართველოში ყოველი მესამე და შემდეგი შვილის ნათლია თავად გამხდარიყო, 2008 წლიდან ხორციელდება.
ნათლობის ბოლო ცერემონია პატრიარქის მონაწილეობით. 2025 წლის ოქტომბრის თვეში ჩატარდა.
03/18/2026