საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ტარიელ ხარხელაური, ისევე, როგორც სხვა ბევრი შვილმკვდარი მშობელი, პატრიარქმა გადაარჩინა. როგორც ამბობს, შვილის 40-ის წინა დღეს დაიბარა სასაუბროდ უწმინდესმა. პოეტი ამ ფაქტმა გააოგნა.
"ზმნასთან" კი აჯამებს ერის სულიერი მამის წასვლის ტკივილით სავსე დღეებს, რომელმაც სულ სხვა საქართველო დაანახა.
ტარიელ ხარხელაური: უწმინდესის წასვლა ტკივილია, მაგრამ სასიამოვნო. პატრიარქმა გათვალა, რა დროს უნდა წასულიყო. როდესაც შეატყო, რომ ნიადაგი მზად არის, მაშინ გავიდა. ტერმინს გამოვიყენებ, "რეფერენდუმი" ჩაატარა და ამით მსოფლიოს დაანახა, რა ღირებულების ხალხი ვართ. ჩვენ სხვა გენეტიკური კოდი გვაქვს. "დასახურადავებელი" კი არა, მოაზროვნე ერის შვილი ხარ. სიფხიზლე გვჭირდება და გამოგვაფხიზლა პატრიარქმა. ქრისტეს კვართის, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ხარ, მეტი რაღა უნდა გინდოდეს?..
ახლა აუცილებელი იყო ჩვენი ერთ მუშტად შეკვრა. ეს შანსიც რომ ხელიდან გაგვეშვა, ჩვენი საშველი აღარ იყო. უკეთესი იყო, აქამდე მომხდარიყო და ეს პატრიარქს თვითონ ეხილა. მაგრამ ხანდახან ასეთი თავგანწირვაც საჭიროა ხალხის გასაერთიანებლად.
ამდენი ხალხი თუ მოვიდოდა, ვერ წამოვიდგენდი. არა მგონია, საქართველოში ვინმე ამდენ ხალხს გაესვენებინოს. ეტყობა, ადამიანები მესამედ მოვიდნენ გასვენების დღეს, თორემ ამდენი ხალხი საქართველოში როგორ არის? თან ახალგაზრდობა მოდიოდა გამოსამშვიდობებლად, ეს კი, იმედის მომცემია.
იქიდან შეგვეწევა და თან უკეთ შეგვეწევა. იქით ისეთი დიდი ხალხია, მათთან ერთად გვიშველის.
03/22/2026