Logo

საზოგადოება

"პატრიარქმა, ამ საოცარი მელოდიით, მთელი ჩემი ცხოვრება გაალამაზა" - მარიამ როინიშვილი "კირიე ელეისონზე"

"პატრიარქმა, ამ საოცარი მელოდიით, მთელი ჩემი ცხოვრება გაალამაზა" - მარიამ როინიშვილი "კირიე ელეისონზე"

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ვისაც ერთხელ მაინც მოუსმენია მომღერალი მარიამ როინიშვილის მიერ შესრულებული საგალობელი "კირიე ელეისონი", დამეთანხმებით მის დავიწყებას ვერასოდეს შეძლებს.
საქართველოს პატრიარქის მიერ შექმნილ ამ საოცარ საგალობელს მარიამის ხმა საოცრად უხდება.
მარიამის მიერ შესრულებული საგალობლები თვითონ პატრიარქსაც გამორჩეულად უყვარდა.
მარიამ როინიშვილი იხსენებს:
"მე მხვდა წილად ბედნიერება, რომ შემესრულებინა ეს საგალობელი.
მადლობელი ვარ ღვთისაც და ადამიანებისაც, რომ არის ჩემს ცხოვრებაში ასეთი ლაიტმოტივი - "კირიე ელეისონი".

პატრიარქმა მთელი ჩემი ცხოვრება გაალამაზა ამ საოცარი მელოდიით, რომელიც დღემდე თან სდევს ჩემს ცხოვრებას და ასე იქნება ყოველთვის...
შემდეგ როცა ახალ-ახალ სიმღერებს წერდა, მეც და დედაც გავხდით მისი ბევრი ნაწარმოების პირველი შემსრულებლები.
რაღაც რომ არ მოეწონებოდა, აუცილებლად გეტყოდა... თან ჯიუტიც იყო, შენსას ვერ გაიტანდი. როგორც თვითონ ხედავდა, როგორც ჰქონდა წარმოდგენილი, ისე უნდა გემღერა...
მქონია მომენტი, პატარა უმნიშვნელო გადახვევა გამიკეთებია და მეუბნებოდა - "არა, მე ასე კი არა, ისე მაქვს დაწერილი და თუ შეიძლება, ისე იმღერეო.
ძალიან კარგი იუმორი ჰქონდა...
ძალიან უყვარდა თამრიკოს შესრულებული "იავნანა" და საერთოდ, განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა დედაშვილობისა და მშობლების მიმართ.
როცა თამრიკო "იავნანას" მღეროდა, ყოველთვის გვიყვებოდა რაიმე ისტორიას თავის ბავშვობაზე, დედაზე, მშობლებზე... და ვგრძნობდი, რომ ეს მისი ცხოვრების დიდი ტკივილი და მონატრება იყო.

ერთხელ კი არა, ძალიან ბევრჯერ ვყოფილვარ მისი კალთის ქვეშ. ეს დიდი პატივიც არის და პასუხისმგებლობაც. ამაზე დიდი ჯილდო მე რა უნდა მხვდეს ცხოვრებაში, არ ვიცი,"- იხსენებს მარიამ როინიშვილი.

Your browser does not support the video tag.

ავტორი: ზმნა

03/23/2026

კირიე ელეისონიმარიამ როინიშვილიპატრიარქი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024