სპორტი

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ეთერ ლიპარტელიანმა, რომელიც ძიუდოს 2026 წლის ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა, გამარჯვების უმნიშვნელოვანესი წუთები გაიხსენა და აღიარა, რომ იმ ილეთის გამოყენებით გაიმარჯვა, რომელიც არც კი დაუმუშავებია.
"ამ დღეებში ბევრიც მიტირია, განა ტკივილზე ვტიროდი, ვტიროდი იმაზე, რომ შეიძლება, ისე არ წასულიყო ყველაფერი, როგორც მინდოდა. ჩემი მეუღლე ყოველთვის მამხნევებდა, მადლობა მას მოტივაციისთვის.
15 წამი რომ იყო დარჩენილი, პატრიარქს ვთხოვე, ეს გამარჯვება მისთვის მინდოდა, მიმეძღვნა... თითქოს, უსაზღვრო ძალა ვიგრძენი და ისეთი ილეთი გავაკეთე, რომელიც საერთოდ არ დამიმუშავებია", - თქვა ეთერ ლიპარტელიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
შეგახსენებთ ქართველმა ძიუდოისტმა ქალმა, ფინალში ისრაელის წარმომადგენელი ნელსონ ლევი იპონით დაამარცხა და მის კარიერაში პირველად გახდა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული.
04/22/2026