ჯანმრთელობა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ფიტნეს ინსტრუქტორი და მანუალური თერაპევტი მამუკა რაშოიანი გავრცელებულ სიმპტომზე, ფეხის ტკივილზე საუბრობს, რომელსაც ადმიანები უმეტესად ხერხენმლის თიაქრის დიაგნოზით ხსნიან.
რეაბილიტოლოგი ამბობს, რომ ხშირად საჯდომი ნერვის გაღიზიანების მიზეზი თიაქარი კი არა მსხლისებრი კუნთის სინდრომია და შესაბამისად სიმპტომის მკურნალობის გზაც განსხვავებულია.
„ფეხის ტკივილი ყოველთვის თიაქარი არ არის!
ხშირად საჯდომი ნერვის გაღიზიანების მიზეზი არა ხერხემალი, არამედ მსხლისებრი კუნთის (Piriformis) სინდრომია.
საჯდომი ნერვი გადის პირდაპირ მსხლისებრი კუნთის ქვეშ. როდესაც ეს კუნთი ზედმეტად დაჭიმულია ან დამოკლებულია, ის აწვება ნერვს და იწვევს ტკივილს, რომელიც დუნდულოდან ფეხში ვრცელდება.

რა უნდა ვიცოდეთ?
სიმპტომები ხშირად ზუსტად ჰგავს დისკის თიაქარს.
შეცდომა: დუნდულოს კუნთის იგნორირება და მხოლოდ წელის მკიურნალობა უშედეგოა.
გამოსავალი: ბევრ შემთხვევაში პრობლემა კუნთოვანია და არა ოპერაციული.
დასკვნა: სანამ ოპერაციაზე ან რთულ დიაგნოზზე იფიქრებთ, გაარკვიეთ რა აღიზიანებს ნერვს რეალურად. სწორი დიაგნოზი მკურნალობის 50%-ია.“ - ამბობს მამუკა რაშოიანი.
01/15/2026