Logo

საზოგადოება

Photos: თემურ უგულავას უცნობი ფოტოების კოლაჟი

Photos: თემურ უგულავას უცნობი ფოტოების კოლაჟი

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

თემურ უგულავა სამშობლოში, საბურთალოს სასაფლაოზე 28 ივნისს დაკრძალეს. 56 წლის ბიზნესმენი ნიუ-იორკში, კიბოს ცენტრში, ფილტვის სიმსივნის დიაგნოზით მკურნალობისას გარდაიცვალა... როგორც ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეეგჭკორი ფეისბუქზე წერს, თემურთან ერთად გადაწყვეტილი ჰქონდა მოწევის საწინააღმდეგო კამპანიის წამოწყება. ახლა ექიმი ბიზნესმენის სურვილის აღსრულებას, მის გარეშე გეგმავს.

მას შემდეგ კი, რაც თემურის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, ფეისბუქზე ზღვა მოგონებები დაიწერა. რამდენიმე დღე გავიდა, მაგრამ სოციალურ ქსელში ისევ აქვეყნებენ მის ფოტოებს, იგონებენ და დღემდე უჭირთ ამ რეალობის მიღება.

მხატვარი ეთერ ჭკადუა თემურის იშვიათ ფოტოებს აქვეყნებს. ამ ფოტოების ნახვითაც შეგიძლიათ მასზე დასკვნის გაკეთება - იყო უბრალო, ნატურალური, სიცოცხლის მოყვარული და ლაღი. თუმცა მის თვალებში ოდნავი სევდაც გამოსჭვივის... და თუ კიდევ უფრო დააკვირდებით, მასში ბავშვსაც დაინახავთ. ეს კი სუფთა ადამიანებისთვისაა მახასიათებელი.

ეთერ ჭკადუა: "უსაყვარლესი თემური აღმაშენებელი. ეს ფოტოები ლონდონში გადავიღე.. ბევრს ვიცინოდით… ჩერჩილის ომის მუზეუმი ვიყავით. 12 წლის წინ."

თემურ უგულავათემურ უგულავათემურ უგულავათემურ უგულავათემურ უგულავათემურ უგულავათემურ უგულავათემურ უგულავათემურ უგულავათემურ უგულავა

ავტორი: ზმნა

06/29/2026