Logo

"ფიქრობთ, რომ მუსიკის აღქმას ხელს ჯინსები და პულოვერი უშლის?" - ქეთი ქურდოვანიძე

"ფიქრობთ, რომ მუსიკის აღქმას ხელს  ჯინსები და პულოვერი უშლის?" - ქეთი ქურდოვანიძე

01/26/2026

ტექსტის ზომა

ცნობილი პიანისტის,მანანა ჩიქოვანის განცხადებას, სადაც პიანისტი ოპერისა და ბალეტის თეატრში მისული მაყურებლის ჩაცმულობას აკრიტიკებდა, როგორც მოსალოდნელი იყო, არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. მათ შორის, ვისაც მანანა ჩიქოვანის გამოსვლა უადგილოდ მოეჩვენა, ჟურნალისტი, ფილოლოგი, მთარგმნელი და გამომცემელი ქეთი ქურდოვანიძეცაა.

ქურდოვანიძე ამბობს, რომ მუსიკის გაგება და აღქმა მსმენელის ტანსაცმელზე არ არის დამოკიდებული და მსგავსი განცხადების გაკეთება „სიქაჯე და უსინდისობაა.“

„მოკლედ, რამდენჯერმე შემხვდა ამ შინაარსის სტატუსი, რომ თურმე ოპერაში სიარული ჯინსებით, ყოველდღიური ტანსაცმლით არის კლასიკური მუსიკის დაკნინება, მეტიც ვოუქიზმიო.

საკვირველი ის არის, რომ ამას წერენ ადამიანები, რომლებიც თითქოს უნდა დადიოდნენ საზღვარგარეთ კლასიკური მუსიკის კონცერტებზე და ხედავდნენ, რომ იქ, ყველა შლეიფიანი კაბითა და ფრაკით არ უსმენს ვერდის და ვაგნერს.

ჰოდა, ამ იდიოტობას რომ წერთ, მართლა ასე ფიქრობთ, რომ მუსიკის აღქმას ხელს უშლის ჯინსები და პულოვერი. თუ ახალგაზრდების გაშავება დაგავალათ ვინმემ?!

მართლა ამოვიდა ყელში ამათი სიქაჯე და უსინდისობა,“ - დაწერა ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

კრიტიკამანანა ჩიქოვანიოპერაქეთი ქურდოვანიძე
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026