Logo

საზოგადოება

"ჭორების მიუხედავად, პირადად ჩემთვის, მას არაფერი გაუკეთებია" - რას იხსენებს გიორგი უშიკიშვილი

"ჭორების მიუხედავად, პირადად ჩემთვის, მას არაფერი გაუკეთებია" - რას იხსენებს გიორგი უშიკიშვილი

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 58 წლის გახდა. ფოლკლორისტი გიორგი უშიკიშვილი იხსენებს დროს, როდესაც პრეზიდენტთან შეხვედრის დროს ფოლკლორის ცენტრისთვის შენობა ითხოვა.

"მიხეილ სააკაშვილთან მხოლოდ ერთი თხოვნა მქონდა, როდესაც ის საქართველოს პრეზიდენტი იყო. ფოლკლორის ცენტრს არ ჰქონდა შენობა და როცა დირექტორად დამნიშნეს (ზურაბ ჟვანიას იდეით), ერთ-ერთ თეატრში შევხვდი. მომეცა გასაუბრების საშუალება და ვთხოვე, ფოლკლორის ცენტრისთვის კონკრეტული შენობა გადმოეცათ.

გავიდა გარკვეული პერიოდი და არავინ შემხმიანებია. ერთი თვის შემდეგ კიდევ შევხვდი — დამინახა და პირდაპირ ჩემსკენ წამოვიდა. მკითხა: „ვინმე შეგეხმიანა?“ ვუთხარი, როგორც იყო. ძალიან მალე გადაწყდა საკითხი. საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს გადმოეცა შესანიშნავი შენობა საუკეთესო ადგილას. ასევე, შენობა გაგვირემონტეს და ისე გადავედით ახალ სივრცეში.

ამას მოჰყვა ფოლკლორის მხარდაჭერის საპრეზიდენტო პროგრამა, რომლის ბიუჯეტი 3 მილიონი ლარი იყო. გაკეთდა ბევრი ეროვნული საქმე, მათ შორის: ფოლკლორული ანსამბლების ჩაცმულობის განახლება, ინსტრუმენტების შეძენა, მოძრავი ხმის ჩამწერი სტუდიის ყიდვა, რომლის მეშვეობითაც მრავალი მნიშვნელოვანი ჩანაწერი გაკეთდა, სამეცნიერო ექსპედიციები, ფესტივალები, გამოცემები და ბევრი სხვა.

პირადად ჩემთვის, მას არაფერი გაუკეთებია (მიუხედავათ ჭორებისა რომ ვითომ სასტუმრო მაჩუქა და სხვა ბევრი სისულელე), არც ბიზნესი მქონია, არც სახლი ან მანქანა უჩუქნია. მადლობელი ვარ იმისთვის, რაც მის პერიოდში გაკეთდა ქართული ფოლკლორისთვის და არა მარტო…

უმადური არასდროს ვყოფილვარ და არც ახლა ვიქნები. მადლობა მას და ვულოცავ იუბილეს" - წერს უშიკიშვილი ფეისბუქზე.

ავტორი: ზმნა

12/21/2025