საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
"მადისაღმძვრელ პოდკასტში" პანიკური შეტევის შესახებ ისაუბრა ვერიკო ტურაშვილმა. მომღერალი ამბობს, რომ ამ მენტალურმა დაავადებამ პიკს მას შემდეგ მიაღწია, რაც მოულოდნელად მეგობარი - ზუზუ ბეჟაშვილი გარდაიცვალა. მაშინ გადალახა მის ცნობიერებაში არსებული სტიგმა და თუ მანამდე მედიკამენტს გაურბოდა, ამ შემთხვევის შემდეგ, პირდაპირ ფსიქიატრს მიმართა.
ვერიკო ტურაშვილი: პანიკური შეტევა წლები მაწუხებდა, მაგრამ ჩემი დამოკიდებულებით - "მე ვარ ძლიერი და ვერაფერი მომერევა", საკუთარი თავი დავაზარალე. წლები გაგრძელდა, სხვადასხვა ფორმით. მოვიდოდა - ვებრძოდი. მერე ჩემი ორგანიზმი ასე აღიქვამდა, ის არ მოხდა, რისიც მეშინოდა. მერე სხვა ფორმით მოდიოდა. წამალს არ ვეკარებოდი. ჩაბეჭდილი მქონდა, წამალი მიჩვევას იწვევსო.
ამასთან ერთად ცხოვრობ, ილექება და... ზუზუ ბეჟაშვილი რომ გარდაიცვალა, პანიკური შეტევის პიკი მაშინ დამემართა. და წავედი ექიმთან და ვუშველე ჩემ თავს. კონკრეტულმა ფაქტმა კი არ შემაშინა, სტრესმა იმოქმედა. იმ დროს შეიძლება ვერც გრძნობდე, დამამშვიდებელი წამალიც კი არ დაგჭირდეს. ამ დროს ჯობია გამოუშვა, იყვირო, იტირო და მოჭიმული არ იყო.
პირდაპირ ფსიქიატრთან წავედი და წამალმა მიშველა. 2018 წლის მერე აღარ შევუწუხებივარ. პერიოდულად გამახსენდება ხოლმე...
რამდენიმე მეგობარს ხელი მოვკიდე, წავიყვანე ექიმთან და ვუშველე. როგორც კუჭი გტკივა და წამალი გჭირდება, მენტალობასაც ისე სჭირდება განკურნება.
მომწონს ფეხით სიარული, ლისზე სამ-ოთხ წრეს ვარტყამ მუსიკის მოსმენით. ვიღაცისთვის შეიძლება წოლა იყოს დამამშვიდებელი.
ორგანიზმი გელაპარაკება, უნდა მოუსმინო და იპოვი - რა გსიამოვნებს, რა გიყვარს. შეიძლება ჭამა გინდოდეს, რომ ვერ ხარ კარგად და მაგით გამოხვიდე. არ უნდა მოიკლო ის, რაც იმ რაღაც მომენტში გჭირდება.
06/06/2026