Logo

პირველი ქართელი მამაკაცი მოდელი, სანდრო ვეფხვაძე Dolce&Gabbana-ს ჩვენებაზე

პირველი ქართელი მამაკაცი მოდელი, სანდრო ვეფხვაძე Dolce&Gabbana-ს ჩვენებაზე

02/05/2026

ტექსტის ზომა

სამოდელო ასპარეზზე პირველი ქართველი მამაკაცი გამოჩნდა. ეს არის მოდელი სანდრო ვეფხვაძე, რომლიეს დებიუტიც მილანის მამაკაცის სამოსის მოდის კვირეულზე, Dolce&Gabbana-ს შოუზე შედგა.

2026 წლის შემოდგომა–ზამთრის სეზონი დომენიკო დოლჩემ და სტეფანო გაბანამ მამაკაცური არქეტიპების მრავალფეროვნებას მიუძღვნეს. კოლექციას The Portrait of Man ეწოდა. შოუს თიზერში, რომელიც სოციალურ ქსელებში ჩვენებამდე სულ ცოტა ხნით ადრე გამოჩნდა, დიზაინერებმა განაცხადეს, რომ მათთვის უმნიშვნელოვანესია თითოეული მამაკაცის იდენტობის ხაზგასმა.

დომენიკო დოლჩემ და სტეფანო გაბანამ პოდიუმზე ასამდე განსხვავებული მამაკაცი გამოიყვანეს.

დოლჩე და გაბანა

აქ იყვნენ აშკარა მოდის ენთუზიასტები, რომლებიც არჩევანს ფაფუკ ქურქებზე აკეთებენ, შარვლებს მაღალ ჩექმებში იტანენ, ან დახეულ ჯინსებს ლეოპარდის პრინტიან უგებთან აერთიანებენ. ასევე - ნამდვილი სალონური ლომები, რომელთაც კლასიკური შარვალ-კოსტიუმის ყველანაირი ვარიაცია იზიდავთ: ვერტიკალურ ზოლში შესრულებული მოდელები, რომლებიც კოპლებიან ჰალსტუხს ერწყმის, რომლებიც, ასევე, განსაკუთრებული შემთხვევებისთვის განკუთვნილ სმოკინგებს ატარებენ.

სანდრო ვეფხვაძე

ამ ჩვენების საშუალებით, მოდის ისტორიაში ჩუმად, მაგრამ თავდაჯერებულად შეაბიჯა სანდრო ვეფხვაძემ. ის გახდა პირველი ქართელი მამაკაცი მოდელი, რომელმაც Dolce & Gabbana-ს შოუზე გაიარა.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

მოდამოდელისანდრო ვეფხვაძედოლჩე და გაბანა
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026