Logo

ჯანმრთელობა

პლასტმასის ბოთლი - კომფორტი თუ ფარული რისკი ჩვენი ჯანმრთელობისთვის?

პლასტმასის ბოთლი - კომფორტი თუ ფარული რისკი ჩვენი ჯანმრთელობისთვის?

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

პლასტმასის ბოთლში ჩამოსხმული წყალი ხშირად განიხილება ონკანის წყლის უსაფრთხო ალტერნატივად, რადგან ითვლება, რომ ის დამატებით იწმინდება და იფილტრება ქიმიური მინარევებისგან.

თუმცა, ახალმა კვლევებმა აჩვენა, რომ ბოთლის წყალი 100-ჯერ მეტ პლასტიკის მიკრონაწილაკს შეიცავს, ვიდრე წინა კვლევებში იყო დაფიქსირებული.

პლასტმასის წყლის მოხმარებით გაზრდილ ჯანმრთელობის რისკებზე წერს სოციალურ ქსელში ექიმი გიორგი ფხაკაძე.

„ყოველდღე ვსვამთ წყალს. მაგრამ ვიცით რეალურად რას ვსვამთ?

მეცნიერული რიცხვები, რომელთა იგნორირებაც არ შეიძლება:

2018 წლის საერთაშორისო კვლევა (11 ბრენდი, 9 ქვეყანა): ბოთლში ჩამოსხმული წყლის 93%-ში აღმოჩნდა მიკროპლასტიკი საშუალოდ 325 ნაწილაკი ერთ ლიტრზე (ზოგიერთ ნიმუშში – 10,000+ ნაწილაკი/ლიტრზე)

2024 წელი, Columbia University (PNAS): ახალი მეთოდით აღმოჩნდა 110,000 – 370,000 მიკრო და ნანოპლასტიკური ნაწილაკი ერთ ლიტრში დაახლოებით 90% ნანოპლასტიკაა — იმდენად მცირე, რომ ბიოლოგიური ბარიერების გადალახვა შეუძლია.

მიკროპლასტიკები უკვე აღმოჩენილია ადამიანის სისხლში, პლაცენტაში, ფილტვებში...

ეს აღარ არის ჰიპოთეზა. ეს არის დადასტურებული ფაქტი.

რა ხდება სიცხეში?

წყალი

საქართველოში ზაფხულში ტემპერატურა 35–40°C-მდე ადის. მანქანაში დატოვებული ბოთლი კიდევ უფრო ცხელდება. კვლევები აჩვენებს, რომ მაღალი ტემპერატურა ზრდის პლასტმასიდან ქიმიური ნივთიერებების მიგრაციას წყალში. ეს არ ნიშნავს, რომ ერთი ბოთლი „მაშინვე მოწამვლას“ იწვევს. მაგრამ ნიშნავს, რომ ჩვენ ყოველდღიურად ვიღებთ მიკროპლასტიკების კოქტეილს.

მეცნიერება ამბობს: ლაბორატორიულ მოდელებში მიკროპლასტიკები ასოცირდება ანთებით პროცესებთან, უჯრედულ სტრესთან, ჰორმონული რეგულაციის დარღვევის რისკთან ...

ადამიანებში გრძელვადიანი შედეგები ჯერ სრულად შესწავლილი არ არის, მაგრამ საზოგადოებრივი ჯანმრთელობა მოქმედებს სიფრთხილის პრინციპით.

ევროკავშირმა უკვე შეზღუდა ერთჯერადი პლასტმასის დიდი ნაწილი. მსოფლიოში ქალაქები გადადიან მრავალჯერად ბოთლებზე, მინის შეფუთვაზე.

წყალი

კითხვა მარტივია: რატომ უნდა ვსვათ წყალი, რომელიც ასიათასობით პლასტმასის ნაწილაკს შეიძლება შეიცავდეს? რატომ არ გადავიდეთ მრავალჯერად, უსაფრთხო ბოთლებზე? რატომ არ მოვითხოვოთ მაღალი ხარისხის ონკანის წყალი?

არჩევანი დღეს — შედეგი ხვალ,“- წერს ექიმი.

ავტორი: ზმნა

02/17/2026

ბოთლიპლასტმასასაფრთხეწყალი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024