Logo

კულტურა

"პოლ მაკარტნის და რინგო სტარს გრიმის ჩანთები ურტყეს" - "სუხიშვილების" გოგონების მიერ ნაცემი "ბითლზების" ამბავი

"პოლ მაკარტნის და რინგო სტარს გრიმის ჩანთები ურტყეს" - "სუხიშვილების" გოგონების მიერ ნაცემი "ბითლზების" ამბავი

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

პოდკასტში "ზმუკი" ილიკო სუხისშვილმა მოყვა ისტორია, რომელიც ლეგენდარულ "სუხიშვილებს" ერთ-ერთი ტურნეს დროს, 1964 წელს პერუში გადახდა. ისტორია ლივერპულელ ლეგენდებს ეხება, დიახ, "ბითლზებს".

ილიკო სუხიშვილი: ანსამბლი 1945 წელს შეიქმნა და 5 წლის შემდეგ, პირველი გასვლა ჰქონდათ ფინეთში, მგონი. მთელი ამ ხნის მანძილზე, რა ხალხს შეხვედრიან, ვინ ჩამოთვლის.. დიდ ფიგურებს - დედოფლებს, შახებს, არტისტებს...

ცნობილია, რომ "ბითლზები" კონცერტების მერე, მაგრად გიჟობდნენ, სასტუმროში დარბოდნენ, სვამდნენ და უსაქციელობას ჩადიოდნენ. ჩვენი ანსამბლის წევრები ნომრებში ისხდნენ.

ჩვენი გოგოები ვის არ მოეწონებოდა? დაინახეს ჩვენი მოცეკვავეები რინგო სტარმა და პოლ მაკარტნიმ, მოეწონათ და სასტუმროს ნომერში შეუვარდნენ მთვრალები და დაცვამ გაათრია. ორი მთვრალი ნაბიჭვარი შემოვარდა და გრიმის მძიმე ჩანთები ურტყეს, დაასისხლიანეს. ვინ გააბედინებდა? ორივე გაიგდეს ჩანთების ქვეშ და "ბითლზის" კონცერტის ორგანიზატორი ყვიროდა, ხვალ კონცერტი აქვთ, ასეთი სახით სცენაზე როგორ უნდა გავუშვათო. მაგრამ მათი ბრალი იყო. მთვრალი გრძელთმიანი ხოჭო შემოვარდა, უნდა გააგდო, აბა, რა უნდა ქნა?

***

მანანა აბაზაძე

ამ გასტროლის ისტორიას იხსენებს მანანა აბაზაძე.

მანანა აბაზაძე: 1964 წელს "სუხიშვილები" გასტროლით პერუში ვიყავით. არაჩვეულებრივ სასტუმრო "ბოლივიაში" ვცხოვრობდით. ჩვენთან ერთად იყვნენ ლივერპულელი ბიჭები. ერთი სართულით ზევით ცხოვრობდნენ. "ბითლზი" იმ დროს იწყებდა პოპულარობის აკრეფას. შოკში ვიყავით, როდესაც სასტუმროში სადმე მათთან გადავიკვეთებოდით.

ლიფტით ჩამოვდიოდით მე, ნანა კვაჭანტირაძე და ნინო კირვალიძე. უცებ გაჩერდა ლიფტი, შემოვიდნენ - ჯონ ლენონი, პოლ მაკარტნი, ჯორჯ ჰარისონი, რინგო სტარი და ჩვენც გაოგნებულები ვიყავით მათი შემხედვარე და ისინიც.  ნინო ჰყვებოდა, ბიჭები მოგვაჩერდნენ და მათკენ ზურგით იმიტომ დავდექი, თავს ძლივს ვიკავებდი სიცილისგანო. ბიჭებს გრძელი თმა და "ჩოლკა" ჰქონდათ. 

მოცეკვავეებიმოცეკვავეები

ნომრიდან გასულებს ხან ერთი გვხვდებოდა, ხან - მეორე, ხან- მესამე... ჩვენს მსგავსად კონცერტები ჰქონდათ პერუში.

ერთხელ ნანა კვაჭანტირაძე შეუძლოდ გახდა, ყელი ატკივდა, ახველებდა. ნომრიდან რძის ამოსატანად გავედი. კიბეზე ჩამოდიოდა მაკარტნი და ისეთ შოკში ვიყავი, შევვარდი უკან, ნომერში და ვიყვირე: ნანა, მაკარტნი შემხვდა-მეთქი. აჟიტირებულები ვიყავით. ჩვენ და "ხოჭოები" თითქმის ტოლები ვიყავით. მათ ყურადღებასაც ვიქცევდით. ყველა ლამაზი, ყველა კარგი ჩაცმული გახლდით და "ბითლზის" ბიჭებიც გვათვალიერებდნენ...

ავტორი: ზმნა

02/19/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024