Logo

"პოლიტიკურ ორთაბრძოლას საშუალება არ მივეცით, რომ ჩვენი მეგობრობა დაენგრია" - გურამ ლომიძე

"პოლიტიკურ ორთაბრძოლას საშუალება არ მივეცით, რომ ჩვენი მეგობრობა დაენგრია" - გურამ ლომიძე

02/02/2026

ტექსტის ზომა

გურამ ლომიძე "ქუჩის ბიჭებში" ყველაზე ჩუმი და ლაღი ადამიანია. 45 წლის მომღერალი ამბობს, რომ შინაგანად 25 წლისაა. არასდროს გამოირჩევა საზოგადოებრივ-პოლიტიკური აქტივობით და აზრის საჯაროდ დაფიქსირებისგანაც, თავს შორს იჭერს. თუმცა "ზმნა"-სთვის მიცემულ ინტერვიუში, პირად თემაზე საუბრის გარდა, მან თავისი აზრი ქვეყანაში არსებულ ზოგად მძიმე ფონსა და პოლარიზებულ საზოგადოებაზე ამგვარად დააფიქსირა.

გურამ ლომიძე: ვცდილობ, არსებულ დაძაბულობას ყურადღება არ მივაქციო. ვერც იმას ვიტყვი, რომ მაღიზიანებდეს იმისტობა, ამისტობა. იყო იმის მცდელობა, მეგობრებს დაგვეკარგა ერთმანეთი, მაგრამ ჩვენ, პოლიტიკურ ორთაბრძოლას, არ მივეცით საშუალება, რომ ჩვენი მეგობრობა დაენგრია. მეგობრობა, ნათესაობა უფრო ძვირფასია, ვიდრე სხვა დანარჩენი, მით უფრო, პოლიტიკური მხარეობა. სიძულვილად არაფერი ღირს ამ ქვეყნად. ადამიანებს მხოლოდ სიყვარული უნდა გვაერთიანებდეს და პოლიტიკამ არ უნდა გაგვაბოროტოს.

ადრე, სანამ სოცქსელები გაჩნდებოდა, ხომ იგივე ხალხი ვცხოვრობდით. ჟურნალების და ტელევიზიების მეშვეობით ვიგებდით სიახლეებს. ჩვენამდე უკურეაქცია არ მოდიოდა, ვერ ვიგებდით. ახლა ნეგატიური უკურეაქციების ნიაღვარი მოდის და თუ მაგრად არ დადექი, განგრევს. მე მართლა მაგრად ვისხლიტავ ამ ნეგატიურ ტალღებს. კომენტარებს საერთოდ არ ვკითხულობ. არადა, ადამიანები სულ სხედან და კომენტარებში ნერვებს იშლიან. ამას დიდი ენერგია მიაქვს.

განაგრძეთ ინტერვიუს კითხვა

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026