Logo

ფრინველი, რომელიც მიწას თითქმის არასოდეს ეხება

ფრინველი, რომელიც მიწას თითქმის არასოდეს ეხება

01/30/2026

ტექსტის ზომა

იცოდით, რომ ბუნებაში არსებობს ფრინველი, რომელიც მიწაზე თითქმის არასოდეს ეშვება? მას ფრენისას სძინავს, ფრენისას ჭამს და ზოგჯერ თვეების განმავლობაში საერთოდ არ ეშვება მიწაზე.

ფრინველს ნამგალა ჰქვია და ის საქართველოშიც გვხვდება. ნამგალა ზომით პატარა ფრინველებია. მისი მასა 50 გრამს აღწევს. აქვთ გრძელი და ვიწრო, ნამგლისებური ფრთები და მოკლე, სუსტი ფეხები.

ნამგალა

ფრინველის ლათინური სახელწოდება Apus apus სიტყვასიტყვით ასე ითარგმნება - „ფეხების გარეშე“. სინამდვილეში ფრინველს ფეხები აქვს, მაგრამ იმდენად მოკლე, რომ მიწაზე სიარული თითქმის არ შეუძლია.

ახალგაზრდა ნამგალას ბუდიდან გაფრენის შემდეგ, შეუძლია 6–10 თვე უწყვეტად დარჩეს ჰაერში. ის ფრენისას იჭერს მწერებს, ჰაერში სვამს წვიმის წვეთებს და, რაც ყველაზე საოცარია ცაში სძინავს. ამისათვის ნამგალა ე.წ. „ნახევრად მძინარე ტვინის“ მექანიზმს იყენებს. მისი ტვინის ერთი ნაწილი ისვენებს, მეორე კი აკონტროლებს ფრენას. ასე ახერხებს, რომ არ ჩამოვარდეს და მიმართულებაც შეინარჩუნოს.

ნამგალა

ცაში ნამგალა თავს უსაფრთხოდ გრძნობს, მიწაზე დაშვება კი მისთვის გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული. რადგანაც ფრთები გრძელი და ძლიერი აქვს, მაგრამ ფეხები - სუსტი. მიწაზე დაშვების შემდეგ, მას შესაძლოა აფრენა გაუჭირდეს.

როგორც მეცნიერები ამბობენ, რომ ნამგალა ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ორგანიზმი სრულად მოერგოს ერთ გარემოს - ჰაერს. ცა ამ ფრინველისთვის არ არის უბრალოდ სივრცე.ის მისი სახლი და ცხოვრების გზაა.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

ნამგალაუცნაურიფრინველიჩიტი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026