
09/09/2026
თანამედროვე ცხოვრების რიტმში, გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე ზრუნვა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად იქცა. სისხლძარღვების ელასტიურობასა და არტერიების სისუფთავეზე პირდაპირ არის დამოკიდებული ჩვენი ენერგია, განწყობა და სიცოცხლის ხანგრძლივობა.

ინდოელი მკურნალი არუნ ხათრი გვიზიარებს იმ ხელმისაწვდომი და ნატურალური პროდუქტების ჩამონათვალს, რომლებიც ორგანიზმს არტერიების გასუფთავებაში, ქოლესტერინის დონის შემცირებასა და გულის შეტევის რისკის მინიმუმამდე დაყვანაში ეხმარება.
"გაინტერესებთ, რომელი საჭმელი ასუფთავებს არტერიებს?
ცხიმიანი თევზი - ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი სახეობის თევზი;

კვერცხი - გაითვალისწინეთ, რომ კვერცხი თავის გულთან ერთად უნდა მიიღოთ;
სოკო - ტყეში გაზრდილი სოკო, რომელსაც მზის სხივები ხვდებოდა;
ფერადი ბოსტნეული - ყველა ფერის ბოსტნეული, მწვანე, წითელი, ყვითელი, ლურჯი...
ასევე არ დაგავიწყდეთ ჭამის შემდეგ სიარული...
ეს მიდგომა დაგეხმარებათ, გასუფთავდება არტერიები, გულის შეტევის რისკი შემცირდება, არ დაიღლებით, ქოლესტერინის მაჩვენებელი კი დაბლა დაიწევს," - გვირჩევს არუნ ხათრი.
გააზიარე სტატია