სასარგებლო რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
როდესაც დიასახლისი კერძს ამზადებს, ისე თვლის, რომ ის ორ-სამ დღეს ეყოს ოჯახს. ასეთია, ვთქვათ, წვნიანი კერძები. თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს პროდუქტები, რომლებშიც გაცხელებისას, ბაქტერია ისე მრავლდება, რომ ის მომწამვლელი ხდება ჩვენი ორგანიზმისთვის. მაგალითად, ასეთი პროდუქტებია: სოკო, ისპანახი, კარტოფილი, თევზი, კვერცხი...
კერძები, რომლებიც ამ პროდუქტებს შეიცავენ, არ გააცხელოთ... მარტივად - მოამზადეთ იმდენი, რომ ერთხელ მიირთვათ, ან მეორე ჯერზე ცივად შეძლოთ მისი ჭამა...
აიურვედას (ხალხური მედიცინა ინდოეთში) ექსპერტი - არუნ ხათრი, რომელსაც სასარგებლო რჩევებით ყველა ვიცნობთ, ამ პროდუქტებზე საუბრობს.
არუნ ხათრი: ზოგიერთი სასარგებლო პროდუქტი გაცხელების შემთხვევაში ტოქსიკური ხდება.
გაცხელებისას ისევ ისე სწრაფად გროვდება საჭმელში ბაქტერია, როგორც ის მომზადებამდე იყო.
თევზეული - კერძები, რომლებიც შეიცავენ თევზს, არასდროს გააცხელოთ.

ხორცეული - მზადდება 170 გრადუსზე. ხორციანი კერძების გაცხელება შეიძლება, მაგრამ 170 გრადუსზე ან უფრო მაღალ ტემპერატურაზე უნდა გაცხელდეს. ხშირ შემთხვევაში, შიგნით ცივად რჩება და მხოლოდ გარედან ცხელდება. ხორცის კერძი აუცილებლად მთლიანად უნდა გაცხელდეს.

ისპანახი - სასარგებლო პროდუქტია, თუმცა გაცხელებისას ის რკინა, რომელიც მასშია, ტოქსიკური ხდება. ის კარცენოგენული ხდება. ჩვენს უჯრედებს ჟანგბადი სჭირდება. კიბოს ერთ-ერთი მიზეზი, სხეულში ჟანგბადის ნაკლებობაა. მოკლედ, ფხალეული მეორედ ჭამისას ცივად უნდა მიიღოთ. ისპანახიანი კერძი ან იმდენი მოამზადეთ, რომ ახალ გაკეთებული მიირთვათ, ან აღარ გააცხელოთ.

კარტოფილი - ამ პროდუქტში არის ბაქტერია ქლოსტრიდიუმ ბოტილიუმი. როდესაც ის იხარშება ან იწვება, ეს ბაქტერია კვდება. მაგრამ როდესაც ცივდება, ის ისევ მრავლდება. მეორედ გაცხელებისას, კიდევ უფრო მრავლდება ეს ბაქტერია. დაიმახსოვრეთ, ტოქსიკურია კარტოფილის გაცხელება. არასდროს გააცხელოთ ფრი ან შემწვარი კარტოფილი.

კვერცხი - კერძები, რომელიც კვერცხს შეიცავს, მეორედ არ უნდა გაცხელდეს. მაიონეზის გაცხელება, მის შემცველობაში არსებული კვერცხის გამო არ შეიძლება. კვერცხში არის ბაქტერია სალმონელა. ამ ბაქტერიის საჭმელში მატება საშიშია - ორსულთათვის, ბავშვებისთვის და ხანდაზმულთათვის.
სალმონელა კვერცხში მაშინაც იმატებს, როდესაც კვერცხის ტემპერატურა იცვლება. მაცივარში შენახვის შემდეგ, თუ კვერცხი გამოიღეთ, ის უკან აღარ დააბრუნოთ, თორემ მასში ბაქტერია იმატებს. გამოღებული კვერცხი ან უნდა მოამზადოთ, ან უნდა გადააგდოთ.

სოკოში დიდი რაოდენობით ცილები, ამინომჟავები და ვიტამინებია, ზოგიერთი სახეობა, შეიძლება, რთული ასათვისებელი იყოს ორგანიზმისთვის. სოკოს კერძის გაცხელების შემთხვევაში, ცილა სტრუქტურას იცვლის, რამაც შეიძლება, მუცლის შებერვა, კუჭ-ნაწლავის სპაზმები და მუცლის ტკივილი გამოიწვიოს. როგორც სპეციალისტები ამბობენ, სოკოს კერძის შეთბობა, მხოლოდ 70 °С შეიძლება.

01/12/2026