ბიზნეს ამბები

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
დღევანდელ კონკურენტულ გარემოში, სადაც მომხმარებელი ყოველდღიურად ასობით რეკლამასა და შეთავაზებას ხედავს, წარმატებული გაყიდვებისთვის, მხოლოდ კარგი პროდუქტის შეთავაზება, საკმარისი აღარ არის.
გაყიდვები სულ უფრო მეტადაა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგად ესმის მეწარმეს ადამიანის ქცევა, ემოციები და გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი.
სპეციალისტები ამბობენ, რომ თანამედროვე მარკეტინგში მთავარი ბრძოლა სწორედ მომხმარებლის ემოციებისთვის მიმდინარეობს. ადამიანები ხშირად ყიდულობენ არა უბრალოდ ნივთს, არამედ იმ განცდას, რომელსაც ეს ნივთი მათში იწვევს. სწორედ ამ თემაზე საუბრობს მეწარმე ბიზნესმენი მამუკა მარღიშვილი საკუთარ ფეისბუქ პოსტში და განმარტავს, რატომ აქვს ემოციურ გავლენას გადამწყვეტი მნიშვნელობა გაყიდვების პროცესში.

"დღეს, თანამედროვე დროში, თუ გვსურს წარმატებით გავყიდოთ პროდუქტი, მთავარი ამოცანაა მომხმარებლის ტვინის ემოციური ნაწილი გავააქტიუროთ (ადამიანის ტვინი პირობითად იყოფა ორ ნაწილად: ემოციური და რაციონალური). ჩვენი მიზანია, ვიმუშაოთ მომხმარებლის ტვინის ემოციურ ნაწილზე, რადგან ჩვენი შესყიდვების 80% ტვინის ემოციური ნაწილით გადავწყვიტეთ და მხოლოდ შესყიდვების 20% არის რაციონალური, ამას სავარაუდოდ თუ გარდერობს გამოაღებთ თქვენც დაინახავთ რომ. მხოლოდ ტანსაცმლის 20% ს იყენებთ 80% შემთხვევაში.

როდესაც რაღაცას ვყიდით და საუბარს ვიწყებთ პოტენციურ მყიდველთან, ყველაზე მთავარია პოტენციურ მყიდველს გავუთიშოთ რაციონალური აზროვნება და ჩავურთოთ ემოციური, რადგან ადამიანები ყიდულობენ ემოციებს და ფულს იხდიან ემოციებში, აქედან იღებენ “დოფამინს” და ეს არაა მანიპულაცია, ეს არის უნარი მიყიდო მომხმარებელს ის რაც მას ემოციებს უქმნის!
იმისათვის, რომ მომხმარებლის ტვინის ემოციური ნაწილის გააქტიურება გაგვიმარტივდეს, წინასწარ უნდა გავარკვიოთ, როგორი ტემპერამენტის მომხმარებელთან გვაქვს საქმე. არსებობს ტემპერამენტის 4 ტიპი:
1. სანგვინიკი (Sanguine)
2. ქოლერიკი (Choleric)
3. ფლეგმატიკი (Phlegmatic)
4. მელანქოლიკი (Melancholic)
მე პირადად 100%-ით „ქოლერიკი ( choleric) “ ვარ.

თუ მარტივად შეისწავლით ყველა ტიპის თვისებებს, შეძლებთ როგორც საკუთარ, ისე სხვების ტიპების ამოცნობას, რაც გაგიმარტივებთ როგორც პირადი, ისე ბიზნეს ურთიერთობების მართვას და, შესაბამისად, გაყიდვების გაუმჯობესებას," - ურჩევს ბიზნესმენი გაყიდვების სფეროში დასაქმებულებს.
05/19/2026