Logo

საზოგადოება

"სიტყვას გამადლის და უჟმური სახით გიყურებს..."- არჩილ მარშანია მომსახურების პრობლემებზე

"სიტყვას გამადლის და უჟმური სახით გიყურებს..."- არჩილ მარშანია მომსახურების პრობლემებზე

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

სამედიცინო სფეროში არსებული კომუნიკაციისა და პაციენტებისადმი დამოკიდებულების დაბალი კულტურა, ქართული ჯანდაცვის სისტემის სერიოზულ პრობლემად მიაჩნია ექიმ არჩილ მარშანიას.

ექიმი აღნიშნავს, რომ პრეტენზიები, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს,საფუძვლიანია, თუმცა პრობლემა მხოლოდ ჯანდაცვას არ ეხება და მისი ხასიათი უფრო მასშტაბურია.

„ხშირად ისმის საფუძვლიანი პრეტენზიები ექიმების (და ზოგადად, სამედიცინო პერსონალის) დამოკიდებულებაზე, კომუნიკაციის დაბალი კულტურაზე და აროგანტულობაზე.

სამწუხაროდ, პაციენტისადმი უყურადღებო მიდგომა და ელემენტარული ეთიკის ნორმების დარღვევა სერიოზული პრობლემაა ნებისმიერი განვითარებადი ქვეყნების ჯანდაცვის სისტემებისთვის. მაგრამ, გვავიწყდება ხოლმე, რომ ეს არ არის მხოლოდ ექიმების პრობლემა, ეს არის ჩვენი საერთო, ყოველდღიური რეალობის ანარეკლი.

(რად უნდა დიდი დაკვირვება მაგრამ) თუ დავაკვირდებით ჩვენს ყოველდღიურობას, დავინახავთ, რომ პროფესიული ღირსების დეფიციტი და კეთილსინდისიერება თუ კომუნიკაციის არქონა, საყოველთაოა და არა ლოკალური:

კლინიკაში შედიხარ და რეგისტრატორი სიტყვას გამადლის და უჟმური სახით გიყურებს.

''კურორტზე'' მიდიხარ და ნებისმიერი სერვისის ხარისხი ნულია.

რესტორანი იქნება თუ სასტუმრო, ისე გექცევიან, გეგონება აქეთ გაქვს ვალი, რომ მიგიღეს.

უსაფრთხოებაზე აღარაფერს ვამბობ.

მანქანის ხელოსანი ''ჩალიჩობს'' პრობლემა გაგიბუქოს, რომ მეტი ფული გამოსძალოს, ბონუსად, სიტყვებსაც დაგამადლის.

ღვინის სამშობლო ვართ რომ გვკითხოს კაცმა, მაგრამ ყიდვა თუ გინდა, ისევ „შინაურს“ ვეძებთ, იმიტომ რომ კარგად ვიცით როგორც და რასაც აკეთებენ.

ნოტარიუსთან შეხვალ და ვერ გაიგებ, ნოტარიუსია თუ ბუკინგემის სასახლის მმართველი, ისე გელაპარაკება (თუ დაგელაპარაკა საერთოდ).

რემონტზეც ''ნაცნობ“ ხელოსანს ეძებ და მაინც თავზე ადგახარ, იმიტომ რომ იცი, საქმის პასუხისმგებლობით და კეთილსინდისიერად კეთების ნაცვლად, შეიძლება „მიფუჩეჩებასა“ და მასალების "მოტეხვაზე" იყოს ორიენტირებული. ეს საერთოდ იმ დონეზეა ქვეყანაში, რომ ხელოსნის სხვასთან რეკომენდაციასაც ერიდები, რომ მერე თვითონ არ შერცხვე.

ყველა კუთხეში თონეა, მაგრამ „კარგი პურის“ საპოვნელად მაინც სპეციალური წერტილები უნდა იცოდე.

ტრენინგზე მიდიხარ და ტრენერი ფიქრობს, როგორ დაასრულოს სწრაფად და ნაკლები ხარჯით; მსმენელი სერტიფიკატს ელოდება, სხვა მოტივაცია არ აქვს.

დამლაგებელს აიყვან და მაინც თავზე უნდა დაადგე, რომ საქმე სწორად გააკეთოს.

მაღაზიაში კონსულტანტს ძლივს იპოვი და თუ გაგიმართლა და იპოვე, მერე უნდა ''იჩალიჩო'' რომ ეცალოს.

პოლიციასთან კომუნიკაცია ხომ საერთოდ. იფიქრებ რომ რაღაც სხვა, იზოლირებულ სამყაროში ცხოვრობენ. და ა.შ. და ა.შ. ყველა(!) პროფესიაში.

რა თქმა უნდა, არსებობს ობიექტური მიზეზები ამ ყველაფრის, უბრალოდ შეიძლება გასაგები იყოს, მაგრამ არა მისაღები.

ვთქვათ ადამიანს რომ მცირე ხელფასი აქვს და გადავა კორუფციაზე და ქრთამზე და მეზობლების გაქურდვაზე, გასაგებია, მაგრამ არა მისაღები. ისიც გასაგებია, რომ ყველა ასე არ არის და არსებობენ გამონაკლისები და ''ჩემი მამაო ეგეთი არაა'' .

ისიც გავიგე, რომ ექიმს დიდი პასუხისმგებლობა აქვს. უსაფრთხოების კუთხით დიდი პასუხისმგებლობა აქვს ''მარშუტკის'' მძღოლსაც ბავშვები რომ გადაჰყავს, სასტუმროს მფლობელსაც სტუმრებს რომ იღებს, თონესაც და სკოლასაც ექსკურსიაზე რომ მიჰყავს ბავშვები.

ისიც გავიგე, რომ სამედიცინო სისტემაში პრობლემებია, მეტსაც გეტყვით, იმაზე მეტი პრობლემაა, ვიდრე გარედან ჩანს. გავიგე. უბრალოდ, იმის თქმა მსურს, რომ ქვეყანაში არ არის ჩამოყალიბებული სამუშაოსადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების კულტურა.

პროფესიული პასუხისმგებლობა, ხშირ შემთხვევაში, ჩანაცვლებულია მინიმალური ძალისხმევით მაქსიმალური სარგებლის მიღების სურვილით, ამიტომ სისტემურ და კულტურულ პრობლემას მხოლოდ ერთ პროფესიაზე ყურადღების გადატანით არ ეშველება. იმიტომ რომ პროფესიული ღირსება და კეთილსინდისიერება, კომპეტენციაზე და პროფესიის რაობაზე არ არის დამოკიდებული, კულტურაა ეგ, ადამიანების კულტურა. და ვიქნებით ასე. სულ,“-წერს არჩილ მარშანია.

ავტორი: ზმნა

02/21/2026

არჩილ მარშანიაექიმიკონსულტაციაუფასო
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024