Logo

რელიგია

ფსიქიატრიული ექსპერტიზა და დასკვნა ნომერი 666 - როგორ გადაურჩა დახვრეტას მამა გაბრიელი

ფსიქიატრიული ექსპერტიზა და დასკვნა ნომერი 666 - როგორ გადაურჩა დახვრეტას მამა გაბრიელი

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ბერმა გაბრიელ ურგებაძემ 1965 წლის 1 მაისს, აღლუმის დროს, ლენინის 12 მეტრიანი პორტრეტი დაწვა. მყისვე დაიჭირეს, სცემეს და საპყრობილეში ჩასვეს. კრემლი მის გაუსამართლებლად დახვრეტას ითხოვდა. ნომერ პირველ იზოლატორში მოათავსეს. თუმცა, იქ ბერი, სასწაულებრივად გადაურჩა დახვრეტას. ამაზე ოდნავ ქვემოთ.

და არ გაინტერესებთ, ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა რა ნომრით გააფორმეს? 666!

ამ დასკვნის მიხედვით მამა გაბრიელი შეურაცხადაა გამოცხადებული.

დასკვნის მოკლე ამონაწერი:

ავადმყოფი ურგებაძე გოდერძი ვასილის ძე, 6 კლასის განათლებით, უცოლო მცხოვრები ქალაქ თბილისში თეთრი წყაროს ქუჩა ნომერ 11-ში. მოყვანილია საპატიმროდან იძულებით მკურნალობაზე.

დიაგნოზი - ფსიქოპათიური პიროვნება. 12 წლის ასაკში მოლანდებია ჩრდილი ადამიანის მაგვარი, თავზე რქებით, რომელიც მისკენ მოიწევდა და მის თავთან გაჩერდა. რაზეც ძლიერ შეეშინდა, აკანკალდა და ასე შემდეგ. ეს მან აღიქვა როგორც ბოროტი სულის მოვლენა. მას შემდეგ დაიწყო ეკლესიაში სიარული, ლოცულობდა, შეიძინა ხატები. შეისწავლა ეკლესიები, დამწერლობა. თუმცა ის, ბოროტი სული თან სდევდა. 1 მაისის დემონტრაციის შემდეგ დაუწვავს დიდი პორტრეტი ლენინისა, რომელიც იყო ჩამოკიდებული მინისტრთა საბჭოს შენობაზე. დაკითხვის შემდეგ განუცხადებია, რომ მან ეს ჩაიდინა იმისთვის, რომ იქ უნდა ეკიდოს ქრისტეს ჯვარცმის სურათი, რომ მიწიერი ადამიანის გაღმერთება არ შეიძლება.

ორიენტაცია აქვს არეული ადგილში, გარემოში. თავისთვის ბუტბუტებს დაბალი ხმით. სწამს არსებობა ზეციური არსისა, ღმერთისა, ანგელოზებისა და ასე შემდეგ. საუბრისას ძირითადი ღერძი იქითკენაა წარმართული, რომ ღმერთის ნებაყოფლობითაა ყველაფერი და ასე შემდეგ. განყოფილებაში განმარტოებულია, თუკი ვინმე გამოელაპარაკა, უსათუოდ უხსენებს ღმერთს და ანგელოზებს.

მამა გაბრიელი

მხოლოდ კი არ დაწვა პორტრეტი (ასე რომ ყოფილიყო, ტერორისტულ აქტად ჩათვლიდნენ), ავიდა და ხალხს ქრისტე უქადაგა.

ადგილზე დახვრიტეთ! - მოვიდა მოსკოვიდან ბრძანება.

თვითონ ასე იხსენებდა: "მეოთხე სართულზე ამიყვანეს, კაცი იჯდა კასტუმიანი. ეს არის მღვდელი ლენინის პორტრეტი რომ დაწვა და ააფეთქაო, ყველას აინტერესებს სახეზე შემხედოს."

იმ დროს, სასიკვდილოდ განწირულ ადამიანებზე, ფსიქოლოგიურ ტერორს ახდენდნენ. პროკურორის მდივანმა, ვითომ ვიღაცას ელაპარაკებოდა ტელეფონზე, დეტალურად აღწერა და გააგონა, თუ როგორ უნდა მოეკლათ. ამ დროს ტელეფონმა დარეკა და პროკურორმა, ყველას გასაოცრად, მდივანს უთხრა, მე თვითინ შემოვალ და გავარკვევ საქმესო.

შემოდის პროკურორი და ეუბნება: დამლოცე, მამაო. მერე ეკითხება, ვინ ხართ თქვენ? მე ვარ მიწა, ცოდვილი... ისევ, ვინ ხართ თქვენ? მამა გაბრიელმა სალოსურად ბიოგრაფიის მოყოლა დაიწყო. ვინ ხართ თქვენ ღმერთისთვის? მამა გაბრიელმა გაიღიმა. და პროკურორმა მოუყვა:

სანამ აქ მელოდებოდით, ჩემთან შემოვიდა ძველ სამოსში ჩაცმული ქალბატონი, რომელმაც მითხრა: თუ თქვენ ამ ადამიანს დახვრეტთ, არა თუ თქვენ, არც ერთ თქვენს შთამომავლობას არ ეღირსება უფლის მადლიო. გაოცდა ყველა, პროკურორს უთხრეს, თქვენთან არავინ შემოსულა და არც არავინ გამოსულაო.

მამა გაბრიელს თვალები აენთო და თქვა, დედა ღვთისმშობელი ბრძანდებოდა!.

მამა გაბრიელი დახვრეტას დედა ღვთისმშობელმა გადაარჩინა...

კრემლის ბრძანება არ შესრულდა, ქართველი ბერი, რომელმაც "პარადზე" ბელადის პორტრეტი დაწვა, არ დახვრეტილა. სალოსი შეურაცხადად გასააღეს, რათა კრემლთან თავი გაემართლებინათ.

მამა გაბრიელი

ავტორი: ზმნა

06/11/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024