Logo

საზოგადოება

ფსიქოტროპული მედიკამენტების ელექტრონული რეცეპტის გაცემის წესი, 1 აპრილიდან იცვლება

ფსიქოტროპული მედიკამენტების ელექტრონული რეცეპტის გაცემის წესი, 1 აპრილიდან იცვლება

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

1 აპრილიდან, ფსიქოტროპული მედიკამენტების ელექტრონული რეცეპტის გაცემის ახალი წესი ამოქმედდება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი წესი ფსიქოტროპული მედიკამენტების მიმოქცევაზე კონტროლის გამკაცრებას, მათი არამიზნობრივი გამოყენებისა და არასათანადო მოხმარების პრევენციას ისახავს მიზნად.

„ცვლილების თანახმად, რეცეპტით მედიკამენტის გაცემის მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა: სრულწლოვანი პაციენტისთვის – არაუმეტეს 14 დღის მარაგით, ხოლო არასრულწლოვანისთვის – არაუმეტეს 30 დღის მარაგით. ახალი რეცეპტის გამოწერა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს დარჩენილი აქვს არაუმეტეს ხუთი დღის მარაგი.

რეცეპტი

ამავე წესით, გამოწერილი ფსიქოტროპული მედიკამენტის სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს ამავე პრეპარატის ინსტრუქციით განსაზღვრულ მაქსიმალურ ზღვარს. კონკრეტული მედიკამენტის დანიშვნის აუცილებლობა კი ექიმის მიერ დასაბუთებული უნდა იყოს პაციენტის სამედიცინო ისტორიაში.

დოზის ცვლილების საჭიროების შემთხვევაში ექიმმა უნდა გაითვალისწინოს პაციენტთან არსებული დარჩენილი მედიკამენტის რაოდენობა.

რეგულაცია ასევე განსაზღვრავს წესებს იმ შემთხვევებისთვის, როდესაც პრეპარატი დაკარგულია, დაზიანებულია ან განადგურებულია“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

ავტორი: ზმნა

03/27/2026