საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
იუთუბგადაცემა "ვიკასთან" მსახიობების წყვილს - ანი ბებიას და ილო ბეროშვილს მასპინძლობდა. წყვილი დიდი პოპულარობით სარგებლობს, ჰყავთ ორი უსაყვარლესი შვილი და ცხოვრობენ გემრიელად, თუმცა გამოწვევა და ცხოვრებისეული პრობლემა, ყველას ბიოგრაფიაშია. ისინიც რაციონალურად ცდილობენ ამ პრობლემების აღმოფხვრას.
სხვადასხვა თემების პარალელურად, ილომ თავის ნარკოდამოკიდებულებაზეც ისაუბრა და თავისი გამოცდილება გააცნო მაყურებელს. თავის მხრივ, ანიმ, სხვა პოდკასტში აღნიშნა, რომ ეს ილოს გზაა, მისი ჯვარია, რომელიც მან უნდა ზიდოს და თვითონ, ამაში აღარ ერევა...
ილო ბეროშვილი: ვისაც ნარკოტიკის და ზოგადად, დამოკიდებულების პრობლემა ჰქონია, მან იცის, რომ ფსკერზე უნდა დაეცე, ბოლომდე უნდა ამოიგანგლო. უნდა რა, სასურველი კი არ არის და რეცეპტად კი არ მოჰყვება, ბოლომდე დაეშვიო, მაგრამ როგორც წესი, ასე ხდება. კანონზომიერებასავით არის, რომ სადღაც ბოლომდე უნდა დაეცე, რომ მერე მოხდეს ადგომა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, ფენიქსივით რომ აღდგები, რემისია და ჩავარდნა არ გექნება. უნდა იცოდე, რომ ამის საშიშროება არსებობს. მორჩა, გადავაგდე და იდეალურად ვარო, ილუზია არ უნდა შეიქმნა.
ყოველდღე მუშაობ შენს თავზე. ანის ვეუბნებოდი, რომ ვისურვებდი, გაცილებით კარგად შევძლო საკუთარ თავზე მუშაობა და ამას ლიმიტი არ აქვს. ბევრი რამის გადაფასება ხდება. ბოლო სამ წელიწადში ჯანსაღად ბევჯერ მიფიქრია. ეს ყველაფერი - ბავშვობის ტრავმები, უბანი, გარემო - მანამდეც იცოდი, სად იყო დამარხული პრობლემები, საიდან მოგდევს ეს იარები. მეგონა, ეს ადრეც მქონდა გააზრებული. მაგრამ რომ დავაკვირდი, დღეს უფრო მშვიდად და ობიექტურად ვაანალიზებ.

ამაში ძალიან მეხმარება ანი. ანი რომ არ ყოფილიყო, კიდე შეიძლება სხვა მიმართულებით წავსულიყავი. შეიძლება ათი წლის შემდეგ ვთქვა, სად ვიყავი და ახლა ყველაზე მეტად გავაცნობიერე-მეთქი. ვერ ვიტყვი, რომ ჩემი ცხოვრების ყველა ის გამოწვევა, რომლის გადალახვაც მინდოდა, გადალახული მაქვს. 6 თვე დავდიოდი თერაპევტთან. ახლა კარგა ხანია არ მივლია. ჯერ კიდევ ვერ ვარ ბოლომდე ისე, როგორც მინდა ვიყო გაჯანსაღებული. მთავარია იცოდე, რომ საშიშროებები არსებობს...
12/23/2025