Logo

ფულის მომტანი თმის შეჭრა მაისში - თამუნა იოსელიანის რჩევები

ფულის მომტანი თმის შეჭრა მაისში - თამუნა იოსელიანის რჩევები

05/07/2026

ტექსტის ზომა

თმის შეჭრას აპირებთ?

თუ ვარცხნილობის სიგრძე და სტილი უკვე შეარჩიეთ, ახლა დროა თარიღის შერჩევაზე დაფიქრდეთ.
სპეციალისტები ამბობენ, რომ თმის შეჭრის თარიღზე უამრავი ფაქტორი, და მათ შორის თქვენი ფინანსური წარმატებაა დამოკიდებული.
ეზოთერიკოსი თამუნა იოსელიანი მაისის თვის იმ რიცხვებს ასახელებს, როცა თმის შეჭრა თქვენს ცხოვრებაში წარმატების საწყისი შეიძლება გახდეს.
გაეცანით თამუნა იოსელიანი რჩევებს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება, როდის, სად და ვისთან შეიჭრით თმას.

"ნუ შეიჭრით თმას თავად. ეს გააკეთებინეთ ადამიანს, რომელიც თქვენს მიმართ კეთილგანწყობილია, არის კარგ განწყობაზე და აქვს კეთილი განზრახვა. რადგან აქ მნიშვნელოვანი თმის სიგრძე კი არა, ის ენერგიაა, რომლითაც ეს კეთდება.

თმის შეჭრა

ფულის მომტანი თმის შეჭრა მაისში - ეს არის სიმბოლური პრაქტიკა, რომლის არსიც არა თმის სრულად შეჭრა, არამედ მხოლოდ რამდენიმე ღერის ან ბოლოების სიმბოლური მოკლებაა.

ითვლება, რომ ეს მოქმედება:

  • აშორებს დაგროვილ ძველ ენერგიას.
  • კვეთს ფინანსურ სტაგნაციას.
  • ადგილს უთავისუფლებს ახალი ფულადი ნაკადების შემოდინებას.

ხელსაყრელი თარიღები:

8, 12, 13, 14, 20, 21, 22 და 27 მაისი (განსაკუთრებული 12, 13, 20 და 22 მაისი).

მნიშვნელოვანი წესები:

არ შეიჭრათ თმა თავად. სთხოვეთ ეს ვინმე ახლობელს ან პროფესიონალს. განწყობა:

თმა უნდა შეგიჭრათ ადამიანმა, რომელიც თქვენს მიმართ კეთილგანწყობილია და იმ მომენტში კარგ ხასიათზეა.

დადასტურება:

რიტუალის გასააქტიურებლად გამოიყენეთ ფრაზა: „ფულადი ნაკადი გახსნილია“.

„ზოგჯერ პატარა მოქმედება დიდ ცვლილებებს იწვევს. ნუ იკითხავთ, რატომ წაუვიდა ზოგს „შემთხვევით“ ახალი შეკვეთები და პრემიები.“ , - გვირჩევს ეზოთერიკოსი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026