Logo

კულტურა

"ფულის მოცემა არ გამიბედო! ეს ჩემგან მიართვი გივის" - 10 აპრილი გივი ბერიკაშვილის გარდაცვალების დღეა

"ფულის მოცემა არ გამიბედო! ეს ჩემგან მიართვი გივის" - 10 აპრილი გივი ბერიკაშვილის გარდაცვალების დღეა

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

გივი ბერიკაშვილის გარდაცვალებიდან 9 წელი გავიდა. მსახიობი, 2017 წლის 10 აპრილს, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.

რეჟისორი დიმიტრი ღვთისიაშვილი ფეისბუქზე დღევანდელ ისტორიას გვიზიარებს.

"ყვავილების გამყიდველი:

- თქვენ გივი ბერიკაშვილის ნათესავი არ ხართ?

- დიახ. ფაქტობრივად. ისე, უფრო ნათელ-მირონი...

- ჰო, იმ დღეს ტელევიზორში გნახეთ, მის ბიჭზე ლაპარაკობდით. საწყალი, როგორ დამენანა... ბედნიერი კაცი ყოფილა გივი...

- დიახ. (ვაგრძელებ ყვავილის შერჩევას. ბურთი მეჩხირება ყელში)

- მოდი, მოგეხმარებით, რისთვის გინდა? კენტი გინდა თუ ლუწი?

- გივისთვის მინდა, დღეს მისი გარდაცვალების დღეა.

- ფულის მოცემა არ გამიბედო! ეს ჩემგან მიართვი გივის. (საგანგებოდ შეარჩია)

ბატონო გივი, 9 წელი გავიდა და თქვენს მიმართ სიყვარული არ ნელდება...

გივი ბერიკაშვილი

ავტორი: ზმნა

04/10/2026